მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

BAG: ლარის კურსი ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის ერთ-ერთი მთავარი ბარომეტრია

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციას, როგორც ყველაზე მსხვილ ბიზნეს გაერთიანებას საქართველოში, გვსურს  გამოვეხმაუროთ გასულ კვირაში ლარის კურსის რყევის პროცესს.

 

როგორც არაერთხელ აღგვინიშნავს, ლარის გაცვლითი კურსი არის ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ბარომეტრი და კურსის ვარდნა ყოველთვის ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ბიზნეს სუბიექტებსა და შესაბამისად ეკონომიკაზე.

 

ამასთან, ჩვენი დაკვირვებებიდან და ანალიზიდან გამომდინარე, ბოლო დღეებში სავალუტო ბაზარზე ლარის კურსის გარკვეული ვარდნა კონიუნქტურული რყევებით იყო განპირობებული. ფაქტია, რომ საქართველო ინარჩუნებს ძლიერ ფუნდამენტურ მაკროეკონომიკურ ფაქტორებს და შესაბამისად ჯანსაღია მაკროეკონომიკური პარამეტრები.

 

ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსის სტაბილურობის განმსაზღვრელი საშუალო თუ გრძელვადიან პერიოდში ვერ იქნება სავალუტო ინტერვენციები, მაგრამ დგება პერიოდები, როდესაც აუცილებელი და კრიტიკულია ცენტრალური ბანკის აქტიური ჩარევა შიდა სავალუტო ბაზარზე და სავალუტო ინტერვენციების წარმოება.

 

მივესალმებით, გასული კვირის ბოლოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს და მოვუწოდებთ ეროვნულ ბანკს, მომდევნო დღეებშიც, შესაბამისი საჭიროების დადგომის შემთხვევაში, აუცილებლად გამოიყენოს მის ხელთ არსებული უკლებლივ ყველა ბერკეტი, რითაც  შესაძლებელი გახდება ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება.

 

ლარის სტაბილური კურსის შენარჩუნება კი, როგორც ზემოთაც აღინიშნა, უაღრესად მნიშვნელოვანია და პირდაპირპროპორციულ კავშირშია ბიზნესის ფინანსურ სიჯანსაღესა და მდგრადობასთან. ამავდროულად ლარის სტაბილური კურსი, სხვა ფაქტორებთან ერთად, განჭვრეტადს ხდის ბიზნეს გარემოს და გრძელვადიანად აყალიბებს პოზიტიურ განწყობებსა და მოლოდინებს, რაც, თავის მხრივ, ბიზნესის წარმოების ერთ-ერთი მთავარი ატრიბუტია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა