BAG-მა წევრი კომპანიებისთვის ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის გაცნობის მიზნით, შემოსავლების სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა BAG-ის წევრებს ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) გამარტივებული საბაჟო ფორმალობები გააცნეს.
შეხვედრის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ახალი სატრანზიტო სისტემის შესახებ, მომზადებული ვრცელი პრეზენტაცია წარადგინეს და კომპანიის წარმომადგენლების მიერ დასმულ შეკითხვებს უპასუხეს. კერძოდ, ყურადღება გამახვილდა NCTS-თან მიმართებით გადამზიდავი კომპანიების შესაძლებლობებსა და გარანტიებთან დაკავშირებული პირობებს. საუბარი ასევე შეეხო NCTS-ით სარგებლობის შემთხვევებში,ავტორიზებული ეკონომიკური ოპერატორი სტატუსის მქონე კომპანიებისათვის გარანტიის წარდგენის ვალდებულებას, სხვა სისტემებთან თავსებადობას და ა.შ.
შეგახსენებთ, რომ 2025 წლის 1 თებერვლიდან, საქართველო შეუერთდა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების მე-13 დანართით გათვალისწინებულ - საერთო სატრანზიტო კონვენციასა და საქონლით ვაჭრობის ფორმალობების გამარტივების კონვენციას და გახდა ახალი კომპიუტერიზებული სატრანზიტო სისტემის (NCTS) ნაწილი. ევროკავშირის მხარდაჭერით გაწეული ორმხრივი სამუშაოებისა და ძალისხმევის შედეგად, საქართველოს საბაჟო ადმინისტრაციას შესაძლებლობა აქვს რეალურ რეჟიმში გაცვალოს ელექტრონული მონაცემები - NCTS-ის მეშვეობით.
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლები დეტალურად გაეცნენ იმ სისტემას, რომელიც შემოსავლების სამსახურმა წარმატებით დანერგა და რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს ბიზნეს ოპერაციებსა და ტვირთების გადაადგილებას ევროკავშირის წევრ 27 და სხვა 9 სახელმწიფოში, ჯამში 36 ქვეყანაში. აღნიშნული, მნიშვნელოვანია როგორც საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ნაწილში, ასევე ბიზნეს საქმიანობისთვის და ზოგადად ქვეყნის ევროპასთან დაახლოების თვალსაზრისით" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.