მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

BAG-ში საქართველო-მალაიზიის ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს

news image
mbc image

საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მალაიზიის დელეგაციასთან ოფიციალური შეხვედრა გაიმართა, რომელსაც მალაიზიის პარლამენტის ზედა პალატის ვიცე-პრეზიდენტ დატუკ ნურ ჯაზლან ბინ თარ სრი მოჰამედი ხელმძღვანელობდა.

 

შეხვედრის ფარგლებში, განხილული იყო ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივები ვაჭრობისა და ეკონომიკური აქტივობის მიმართულებით.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ მალაიზიის მხარეს საქართველოში არსებული საინვესტიციო გარემო გააცნო. საუბარი შეეხო, როგორც ბიზნეს კლიმატს, ასევე ბიზნეს საქმიანობის ხელის შემწყობ მექანიზმებს, კერძოდ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების პროგრამას, საგადასახადო სისტემასა და შეღავათებს, რომლითაც ბიზნესის წარმომადგენლები სარგებლობენ.

 

შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ექსპორტ-იმპორტის გაზრდის შესაძლებლობასა და კონკრეტულ საიმპორტო პროდუქციაზე. ასევე განიხილეს საქართველოში საინფორმაციო ტექნოლოგიების საინვესტიციო პოტენციალი.

 

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში მალაიზიის დელეგაციის წარმომადგენლებთან შეხვედრისას  B2B შესაძლებლობები განვიხილეთ, რაც მნიშვნელოვანია ქვეყნის როგორც საექსპორტო პოტენციალისთვის, ასევე საინვესტიციო გარემოსთვის. მიგვაჩნია, რომ მსგავსი დიალოგი ხელს შეუწყობს როგორც საქართველოს, ასევე მალაიზიის ბიზნეს სუბიექტებს შორის კომუნიკაციასა და  მჭიდრო კავშირების დამყარებას, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზე" განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა