მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაღებს შევთავაზეთ ადაპტირებული ავეჯი მისაღები ფასით და ევროპული ხარისხით - Gogora

news image
mbc image

ხის სათამაშოებისა და ფუნქციური ავეჯის მწარმოებელ ქართული კომპანია Gogora საქმიანობას ბაღების მიმართულებით ააქტიურებს. ამის შესახებ, Business Insider Georgia -ს კომპანიის დამფუძნებელმა ნინო რაზმაძემ განუცხადა.

„ჩვენი მთავარი სიახლე არის ის რომ ძალიან კარგად შევისწავლეთ ევროპული ბაზარი. დისტრიბუტორების საქმიანობა თუ როგორ საქმიანობენ, რა ტიპის, რა ხარისხის და რა დამუშავების ავეჯი და ფიზიკური აქტივობის ავეჯი შეაქვთ საბავშვო ბაღებში და დავიწყეთ მუშაობა ამ მიმართულებით.  საქართველოს სახელმწიფო ბაღებს შევთავაზეთ ადაპტირებული ავეჯი, რომელიც იქნება მისაღები ფასით და ევროპული ხარისხით. ახლა ამაზე ვართ კონცენტრირებული და ჩვენი როლს ზოგადად, ქვეყნის განვითარებაში აღნიშნულ ნაწილში ვხედავთ.  აქტიურად ვმუშაობთ იმისთვის, რომ ბაღებისთვის შევძლოთ კარგი შეთავაზებების გაკეთება. უკვე ვითანამშრომლეთ სამ მუნიციპალიტეტთან და ამ ეტაპზე დაახლოებით 15-მდე მიმდინარე მოლაპარაკება გვაქვს“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი ნინო რაზმაძე.

Gogora აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა გამოფენებში. კომპანია ახლახანს დაბრუნდა გერმანიიდან. პროდუქციისადმი ინტერესი საკმაოდ მაღალია.

„გერმანიაში ძალიან ბევრი დისტრიბუტორი მოვიდა ჩვენს სტენდთან, ასევე მწარმოებელი კომპანია კონკრეტული ბრენდების, რომლებმაც ჩვენი პროდუქტი მაღალი ხარისხით შეაფასეს. ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც არის ყველაზე გაყიდვადი, „პიკლერის სამკუთხედი“ დავტოვეთ სერტიფიცირებისთვის გერმანულ ლაბორატორიაში და შედეგებს ველოდებით. ამ ყველაფერს „აწარმოე საქართველოს“ მხარდაჭერით ვაკეთებთ. ჩვენთან, შემოსული თანხის 3% ხმარდება რეგიონებში სერვისის მიმწოდებელი კერძო ცენტრების განვითარებას და მოწყობას და ასევე მაღალმთიან რეგიონებში საბავშვო ფიზიკური აქტივობის სივრცეების განვითარებას, რომელიც ფიზიკურად არ აქვთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი ნინო რაზმაძე.

აღსანიშნავია, რომ კომპანიამ, თბილისისა და რეგიონების მასშტაბით 18 ბაღის ფიზიკური აქტივობის ავეჯით აღჭურვა განახორციელა და გარდა ამისა, 3 მუნიციპალიტეტთან ითანამშრომლა. ამ მიმართულებით, კვლავ აქტიურად მიმდინარეობს სამუშაო პროცესი და კომპანია გეგმავს სხვა ბაღებთან თანამშრომლობასაც.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა