მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

,,ბაკურიანი ინნმა" ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტის" ტიტული მიიღო

news image
mbc image

24 ივნისს მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ,,ოქროს ბრენდის" რიგით მეთვრამეტე დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა, სადაც "ბაკურიანი ინნმა" უკვე მეორედ "წლის ყველაზე წარმატებული სამთო-სათხილამურო კურორტის" ტიტული მიიღო.

,,ინნ ჯგუფის" ხელმძღვანელი ერეკლე კოკაია Business Insider Georgia- ამბობს, რომ აღიარება მნიშვნელოვანია ,,ბაკურიანი ინნის" ყველა თანამშრომლისთვის, რადგან მათი შრომა და კურორტის განვითარების მიმართულებით გაწეული ძალისხმევა დაუფასდათ.

,,ჯილდო ძალიან ბევრის ნიშნავს როგორც მთლიანად  დარგის, ასევე კონკრეტულად ,,ბაკურიანი ინნის" თანამშრომლებისთვის. ამით ჩანს, როგორ ფასდება მათი შრომა, მთელი სტუმრები მაქსიმალურად კმაყოფილი იყვნენ ჩვენთან დასვენებით და ეს რეალურად მათი ჯილდოა, შეძლეს და მოიპოვეს ჩვენი მომხმარებლების ნდობა, სიყვარული და ერთგულება. რაც შეეხება მთავარ კრიტერიუმს, რის გათვალისწინებითაც ჩვენი კომპანია შეირჩა, პირველ რიგში, რამდენად პოპულარულია სასტუმრო, როგორია დატვირთულობა,  სერვისები და სხვა.

ჩვენს შემთხვევაში, ორივე სასტუმრო - ,,ბაკურიანი ინნ" და ,,გუდაური ინნ" დატვირთულია მთელი წლის  განმავლობაში, მოპოვებული ჯილდოც ამის დასტურია", - აცხადებს ერეკლე კოკაია.

რაც შეეხება მიმდინარე სეზონს, კომპანიის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ფაქტობრივად ახლა იწყება აქტიური სეზონი, ზაფხულში განსაკუთრებით ,,ბაკურიანი ინნ" ყველაზე მოთხოვნადი კურორტია დასასვენებლად ახალგაზრდა ოჯახებისა და ბავშვებისთვის. ტენდენცია წელსაც უცვლელია  და სეზონთან დაკავშირებით მოლოდინი პოზიტიურია.

ამ ეტაპზე  სასტუმროში ,,ბაკურიანი ინნ" 120 ადამიანია დასაქმებული, ,,გუდაური ინნის"თანამშრომელთა რაოდენობა 80-ს შეადგენს.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა