მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაკურიანში Subway-ს 22-ე ობიექტი გაიხსნა - წლის ბოლომდე საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელის კიდევ 10 ობიექტის გახსნა იგეგმება

news image
mbc image

„ვისოლ ჯგუფთან“ პარტნიორობით ამერიკული რესტორნების ქსელი Subway საქართველოში აქტიურად ფართოვდება. როგორც Business Insider Georgia-ს „ვისოლ ჯგუფში“ განუცხადეს, ბაკურიანში ახლად გახსნილი Subway-ს რესტორანი რიგით 22-ე ობიექტია. 

„ვისოლ ჯგუფის“ განმარტებითვე, 2025 წლის ბოლომდე ქვეყნის მასშტაბით Subway-ს კიდევ 10 რესტორნის გახსნა იგეგმება.

აღსანიშნავია, რომ ბაკურიანში ამერიკული რესტორნებს ქსელის Dunkin-ის რესტორანი, რომლის ფრანჩაიზის მფლობელიც ასევე „ვისოლ ჯგუფია“, ჯერ კიდევ 2022 წელს გაიხსნა და ის დაბა ბაკურიანში აღმაშენებლის 1-ში მდებარეობს. 

რესტორნების ინდუსტრიაში გლობალურ ლიდერ  Subway-სა და „ვისოლ ჯგუფს“ შორის მასტერ ფრენჩაიზის ხელშეკრულება 2023 წლის ბოლოს გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით Subway ქსელის გაფართოებას და ადგილობრივი მომხმარებლისთვის გაუმჯობესებული სარესტორნო გამოცდილების შეთავაზებას გეგმავს. 

თავის მხრივ კი Subway მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკული რესტორნების ქსელია.

დღეისთვის Subway მოიცავს 37 000 რესტორანს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

Subway-ის ისტორია: 1965 წელს 17 წლის ამერიკელმა ფრედ დელუკამ მეგობრისგან, პიტერ ბაკისგან 1000 დოლარი ისესხა და კონექტიკუტის შტატის ქალაქ ბრიჯპორტში პატარა რესტორანი Pete’s Super Submarines-ი გახსნა. დელუკას სამედიცინო განათლების მიღება სურდა და ბიზნესი სწავლის ფულის შესაგროვებლად დაიწყო. ახალი პროდუქტებით დამზადებული, გემრიელი სენდვიჩები მალე ძალიან პოპულარული გახდა.

1968 წელს შეეცვალა სახელი და ამჟამინდელი  Subway დაერქვა.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა