მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7178.9
0.0021
flag
AZN 1.535
-0.0003
flag
CNY 38.89
-0.0009
flag
EUR 3.0112
-0.0135
flag
GBP 3.5189
-0.005
flag
KZT 58.19
0.004
flag
TRY 0.0537
0
flag
USD 2.6091
-0.0004
news banner

Balance ახალი საწარმოო სივრცის გახსნისთვის ემზადება - რა გეგმები აქვს კომპანიას

news image
mbc image

Balance ახალი საწარმოო სივრცის განვითარებასა და Balance Express-ის მიმართულების გაფართოებაზე მუშაობს. კომპანიის მიმდინარე საქმიანობასა და სამომავლო გეგმებზე Business Insider Georgia-ს Balance-ის დამფუძნებელი ნუცა სურგულაძე ესაუბრა.

რა სიახლეები აქვს კომპანიას მიმდინარე ეტაპზე?

ამ ეტაპზე Balance-ისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი და საინტერესო პერიოდი გვაქვს. ვმუშაობთ ახალ, 800 კვ.მ.-იან პროფესიონალურ საწარმოო სივრცეზე, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, მნიშვნელოვნად გავზარდოთ წარმოების მასშტაბი და კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ ხარისხის კონტროლი. პარალელურად ვავითარებთ Balance Express-ის მიმართულებას და ვმუშაობთ ახალ პროდუქტებსა და ფორმატებზე.

როგორია მოთხოვნა Balance Express-ის პროდუქტებზე და რა ცვლილებებსა და ტენდენციებს ხედავთ მომხმარებლის არჩევანში?

Balance Express-ზე მოთხოვნა საკმაოდ აქტიურია. მომხმარებლები დღეს უკვე მხოლოდ ჯანსაღ საკვებს აღარ ეძებენ - მათთვის მნიშვნელოვანია, რომ პროდუქტი იყოს გემრიელი, ხარისხიანი, სწრაფად ხელმისაწვდომი და, ამავდროულად, შეესაბამებოდეს მათ ცხოვრების სტილს.

განსაკუთრებით იზრდება ინტერესი დაბალკალორიული, ცილოვანი და დაბალშაქრიანი პროდუქტების მიმართ. ასევე ვხედავთ, რომ მომხმარებლები უფრო მეტად აქცევენ ყურადღებას ინგრედიენტების ხარისხსა და კვებით ღირებულებას. ჩვენი მიმართულებაც სწორედ ამ მოთხოვნებს ერგება - გვინდა, ჯანსაღი კვება იყოს არა შეზღუდვა, არამედ ყოველდღიური ცხოვრების სასიამოვნო ნაწილი.

როგორ ვითარდება Balance Express-ის ლოკაციების მიმართულება და იგეგმება თუ არა ახალი ფილიალების ან სივრცეების დამატება?

ლოკაციების მიმართულებას აქტიურად ვავითარებთ. ამ ეტაპზე გვაქვს ორი მოქმედი სივრცე და პარალელურად ვმუშაობთ ახალი ფორმატების შექმნაზე. ჩვენი მიზანია, Balance Express ეტაპობრივად უფრო მეტ უბანში გახდეს ხელმისაწვდომი.

ამასთან, ახალი საწარმოო სივრცის დასრულება ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია, რადგან ის მოგვცემს საშუალებას, გაზრდილი მოთხოვნა უფრო ეფექტურად დავაკმაყოფილოთ და მომავალში ახალი ლოკაციების განვითარებისთვის მყარი საფუძველი შევქმნათ.

რა არის კომპანიის განვითარების მთავარი სამომავლო გეგმები?

ჩვენი მთავარი მიზანია, Balance კიდევ უფრო მასშტაბურ და მრავალფეროვან ბრენდად ჩამოყალიბდეს. გვინდა, გავზარდოთ როგორც წარმოების შესაძლებლობები, ისე ლოკაციების რაოდენობა და პროდუქციის ასორტიმენტი.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა Balance Express-ის განვითარებას, ახალი ფრანგული ბისტროს კონცეფციის განხორციელებას, საცხობისა და საკონდიტრო მიმართულებების გაძლიერებას და ახალი პროდუქტების შექმნას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ზრდასთან ერთად არ დავკარგოთ ის, რაც Balance-ის მთავარი ღირებულებაა - მაღალი ხარისხი, გემრიელი საკვები და მომხმარებელზე მორგებული ჯანსაღი არჩევანი. 

banner image news banner
ანი ლიპარტელიანი ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ყველაფერი რაც კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტზე- STEM სკოლაზე უნდა იცოდეთ

15.09.2026.10:44

რეგისტრაციიდან დაფინანსებამდე

საქართველოს ბანკი, როგორც განათლების მხარდამჭერი, კომაროვის სკოლისა და საქართველოს ბანკის ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტის STEM სკოლის განხორციელებას აგრძელებს. პროექტი საბუნებისმეტყველო საგნების პოპულარიზაციის მიზნით შეიქმნა – STEM განათლება აერთიანებს ცოდნას მეცნიერების (Science), ტექნოლოგიის (Technology), ინჟინერიის (Engineering) და მათემატიკის (Mathematics) შესახებ.

STEM სკოლა უკვე 2000-ზე მეტ მოსწავლეს აერთიანებს, რომელთაგან 500-ზე მეტი საქართველოს ბანკის სტიპენდიატია.

ციფრულ ეპოქაში STEM მიმართულებით ცოდნა სულ უფრო და უფრო მოთხოვნადი ხდება: ელექტრული ინჟინერი, პროგრამისტი, მონაცემთა მეცნიერი, ავტომატიზაციის ინჟინერი, კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი – ეს მომავლის პროფესიების მხოლოდ მცირე ჩამონათვალია, რომლებიც ტექნოლოგიური პროგრესის სამყაროში ყოველთვის მოთხოვნადი იქნება.

STEM სკოლის მიზანია, ახალი თაობა გახდეს ტექნოლოგიების შემქმნელი და არა მხოლოდ მომხმარებელი, რისთვისაც სკოლა მოსწავლეებს აძლევს საბაზისო ცოდნას, მომავალში მათთვის საინტერესო პროფესიების დასაუფლებლად.

ვის შეუძლია STEM სკოლაში სწავლა?

STEM სკოლა განკუთვნილია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების (კომაროვის გარდა) მე-7-დან მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის, ასევე საზღვარგარეთ მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რომლებიც ქართულ ენას კარგად ფლობენ.

როგორი ფორმატით ასწავლიან STEM სკოლაში?

STEM სკოლაში სწავლა ონლაინ მიმდინარეობს. მოსწავლეები კვირაში ერთხელ ესწრებიან გაკვეთილებს, რომლებსაც კომაროვის სკოლის და მოწვეული პედაგოგები ატარებენ. ონლაინ ფორმატი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონებში მცხოვრები მოსწავლეებისთვის, რადგან ის გეოგრაფიულ ბარიერს ხსნის და მაღალი ხარისხის განათლებას ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომს ხდის.

მთლიანი კურსი 8-თვიანია, გაკვეთილები კვირაში ერთხელ, შაბათს ან კვირას, 2 ცვლად ტარდება.

STEM სკოლის სასწავლო პროგრამა

STEM სკოლის კურიკულუმი და სასწავლო პროგრამა უნიკალურია – იგი არ არის რომელიმე სასკოლო საგნის ანალოგი.

სასწავლო პროცესი ორ მოდულად იყოფა და ორ სემესტრზე ნაწილდება.

პირველ მოდულში მოსწავლეები ეუფლებიან ელექტროინჟინერიის, მიკროკონტროლერებისა და მათი სენსორების მართვის საწყისებს. სწავლის პროცესში ისინი იყენებენ სპეციალურ ონლაინ პლატფორმას Tinkercad, სადაც Arduino მიკროკონტროლერის დაპროგრამებას (C++ ენის გამოყენებით) და სხვადასხვა ელექტრული წრედის აწყობას ვირტუალურ გარემოში სწავლობენ. ამ მოდულის ფარგლებში მოსწავლეები ასევე იღრმავებენ ცოდნას ფიზიკასა (ელექტრობა) და პროგრამირებაში.

მეორე მოდულში მოსწავლეები პრაქტიკულ სამუშაოზე გადადიან და პროექტებს რეალური ელექტრონული კომპონენტების საშუალებით ასრულებენ. ამ ეტაპზე მათ საშუალება აქვთ, ონლაინ შექმნილი სქემები რეალურად ააგონ და მიღებული თეორიული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ.

სწავლის პროცესში მოსწავლეები მუშაობენ ისეთ პრაქტიკულ პროექტებზე, როგორიცაა, მაგალითად, შუქნიშნის მოდელის აწყობა, მოძრაობის სენსორის ამუშავება, ან სენსორების გამოყენებით ტენიანობის, წნევისა და ქარის სიჩქარის გაზომვა. ეს პროცესი მათ არა მხოლოდ ტექნიკურ ცოდნას, არამედ კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას უვითარებს.

STEM სკოლაში სწავლის საფასური და დაფინანსება

სწავლის პროცესში ჩართულობისთვის, მოსწავლეს ესაჭიროება წვდომა ინტერნეტსა და პერსონალურ კომპიუტერზე ან ლეპტოპზე. სკოლა, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა საჭირო სახელმძღვანელოსა და საგანმანათლებლო რესურსს.

საქართველოს ბანკი, მისაღები ტესტირების შედეგების საფუძველზე, ყოველწლიურად 90 საუკეთესო მოსწავლეს ავლენს, რომლებსაც სწავლას უნაზღაურებს. კერძოდ, 60 სტიპენდიატი 100%-იან, ხოლო 30 – 50%-იან დაფინანსებას იღებს.

რეგისტრაცია STEM სკოლაში

რეგისტრაცია წელიწადში ორჯერ, გაზაფხულისა და შემოდგომის სემესტრების დასაწყისში ცხადდება. STEM სკოლაში მოსახვედრად მოსწავლეებს ჩართული ვიდეოკამერებით, ონლაინ ტესტირება უტარდებათ, რომელიც ლოგიკური აზროვნების უნარს, ალგორითმულ აზროვნებასა და მათემატიკის ცოდნას ამოწმებს. გაითვალისწინე, რომ რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე გაგრძელდება.

დარეგისტრირდი STEM სკოლაში

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა