მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბალანსი 2 წლისაა - როგორია კომპანიის გაფართოების გეგმები

news image
mbc image

კომპანია ბალანსი • Balance, რომელიც საკუთარ მომხმარებლების დაბალანსებული  და სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში ეხმარება, 2 წლის გახდა. როგორც Business Insider Georgia-თან Balance-ს დირექტორმა ნინა პერტენავამ განაცხადა, ამ ხნის განმავლობაში Balance-ს დღის რაციონებზე  მოთხოვნა მზარდია, რის გამოც კომპანიამ წარმოების ლოკაცია რამდენჯერმე გამოიცვალა წარმოების გაფართოების მიზნით.

„Balance-ს ჩაშვების პირველივე დღეებიდან ჰქონდა ბევრი შეკვეთა, რის გამოც 2 კვირაში უფრო დიდიფართის ძებნა დავიწყეთ. საიდანაც, ასევე დაახლოებით 1 თვეში გადავედით უკვე 400 კვ/მ ფართში, რადგანაც იმ პატარა ტერიტორიაზე არსებულ შეკვეთების დამზადებას ფიზიკურად ვეღარვუმკლავდებოდით. თუმცა დღეისათვის სტაბილურად გვყავს მომხმარებლების რაოდენობა დაჭერილი და რა რაოდენობის წარმოებაც შეუძლია კომპანიას იმას ვაწარმოებთ.  ჩვენ გვაქვს ასევე Balance Express • ბალანს ექსპრესი, რომლის ფილიალიც რამდენიმე თვის უკან გავხსენით. Balance Express-ში ჯანსაღ კვებასთან პარალელურად წარმოდგენილია საკონდიტრო ხაზიც. გარკვეული ნაწარმი (მაგალითად კრუასანები) სწრაფად იყიდება და მისი შევსება დღის განმავლობაში რამდენჯერმე გვიწევს.

Balance-ს დღის რაციონების მიწოდება მომხმარებლებისთვის ხდება საკუთარი Delivery სერვისით, ხოლო Balance Express-ის გამოძახება, რომელიც ჭავჭავაძის #22-ში მდებარეობს, მხოლოდ გლოვოს მეშვეობით ხდება, რომელთანაც კომპანიას ექსკლუზივი თანამშრომლობა გააჩნია.

Balance-ს მენეჯმენტი Balance Express-ის ქსელის გაფართოებას გეგმავს და როგორც ნინა პერტენავა განმარტავს, ახალი ფილიალის გახსნა დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მალე მოხდებამათთვის სასურველ ლოკაციაზე შესაბამისი ფართის მოძიება და შემდეგ მისი რემონტი და მოწყობა. Balance Express-ს გახსნა კი საბურთალოზე იგეგმება. ხოლო სამომავლოდ Balance Express-ის გახსნაიგეგმება ქვეყნის სხვა ქალაქსა თუ რეგიონში და ასევე დიდ სავაჭრო ცენტრებში.

„ეს უკვე 2025-2026 წლებს განვითარების გეგმაა. ბათუმში საკმაოდ დიდი მოთხოვნაა Balance-ს დღისრაციონებზე და ძალიან გვთხოვენ, რომ ბათუმშიც გავიხსნათ ფილიალი. უბრალოდ ამას დიდირესურსი სჭირდება, ჩვენთვის მთავარია ხარისხი და ეს ხარისხი უნდა იქნეს ზუსტად დაცული დაშენარჩუნებული.

დღეისათვის კომპანია Balance სხვადასხვა პოზიციაზე 20-მდე ადამიანს ასაქმებს

„თუმცა ჩვენ კიდევ ვეძებთ თანამშრომლებს. სამომავლოდ განვიხილავთ დიდი, საკუთარი საწარმოსგახსნას. საუბარია საწარმოზე, რომელიც დაახლოებით 1000-1500 კვ/მ-ზე იქნება განთავსებული დასადაც უკვე ახალი სახის პროდუქციის წარმოებასაც დავიწყებთ“, - ამბობს კომპანიისხელმძღვანელი.

აღსანიშნავია, რომ Balance-ს დამაარსებლები ახალგაზრდა შეფი ნუცა სურგულაძე დასაფრანგეთიდან Michelin-ის ვარსკვლავიანი შეფი გაბრიელ მაგუბ არიან.

„ჩვენი მიზანია შემოგთავაზოთ განსხვავებული, გემრიელი, ჯანსაღი კერძები და დაგეხმაროთ სწორი კვებითი ჩვევების ჩამოყალიბებაში. დაბალანსებული კვება სასარგებლოა როგორც ჩვენი ფიზიკურიასევე მენტალური ჯანმრთელობისთვის, აუცილებელია საკვები რომელსაც ვიღებთ დღისგანმავლობაში ჯანსაღთან ერთად იყოს ძალიან გემრიელი. ბალასის დღის რაციონში იდეალურადარის გადანაწილებული, ნახშირწყლების, ცილების და ცხიმების რაოდენობა. რაც მთავარია ყოველიდღის რაციონი განსხვავებულია და არ მეორდება არც ერთი კერძი. ჩვენი რაციონები გაძლევთსაშუალებას იკვებოთ ჯანსაღად, გემრიელად შეზღუდვების გარეშე, დაზოგოთ დრო კერძებისმომზადებაზე და პროდუქტის შეძენაზე“, - აღნიშნულია ბალანსის ვებგვერდზე განთავსებულინფორმაციაში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა