ბანკისთვის და ჩემთვის პირადადაც განათლება არის შესაძლებლობა, რომლის გამოყენებითაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია გადადგას დიდი ნაბიჯები - არჩილ გაჩეჩილაძე
საქართველოს ბანკის რიგით 23-ე იდეათეკა დაბა მანგლისის საჯარო ბიბლიოთეკაში გაიხსნა.
,,დღეს მანგლისში საჯარო ბიბლიოთეკის სივრცეში გაიხსნა ეს შესანიშნავი იდეათეკა. ეს არის 23-ე რიგით უკვე მთელი საქართველოს მასშტაბით რაც საქართველოს ბანკმა და ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად და ამ შემთხვევაში დავით ბეჟუაშვილთან GIG ჰოლდინგთან ერთად გავაკეთეთ ეს შესანიშნავი სივრცე, როგორც ნახეთ ეს არის ფერადი ლამაზი კარგი სივრცე და დარწმუნებული ვარ როგორც ყველა სხვა შემთხვევაში ეს გახდება აქაური ახალგაზრდობისთვის საყვარელი ადგილი სადაც შეეცნობიან, გაიგებენ წაიკითხავენ ძალაინ ბევრ წიგნს და ერთად გაატარებენ კარგ დროს. ბანკისთვის და ჩემთვის პირადადაც განათლება არის ის შესაძლებლობა რომლის გამოყენებითაც შეუძლია ნებისმიერ ადამიანს რომ ძალიან დიდი ნაბიჯები გადადგას როგორ პიროვნული განვითარების კუთხით ასევე კარიერული განვითარების კუთხოთ. ჩემთვისაც ესე იყო ჩემი ცხოვრების განმავლობაში და შესაბამისად რამდენადაც მეტ შესაძლებლობას შევქმნით ჩვენი ახალგაზრდებისთვის ბავშვენისთვის მით უფრო კმაყოფილები და ბედნიერები ვართ ჩვენ. შესაბამისად, ვინც საქართველოს ბანკს ირჩევს მემგომი მადლობა უნდა ვუთხრათ ყველა ამ ადამიანს ვინაიდან ისინი გვაძლევენ ჩვენ ძალას რომ ესეთი კარგი პროექტები გავაკეთოთ", - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ, საქართველოს ბანკის ჯგუფის აღმასრულებელი და გენერალური დირექტორი და საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.