Batumi Grand Mall-ში Otis-ის ბრენდის ლიფტებისა და ესკალატორების მონტაჟი კომპანიამ ICE განახორციელა
ბათუმში გახსნილ Batumi Grand Mall-ში ლიფტებისა და ესკალატორების მონტაჟი კომპანია ICE • აი-სი-იმ განახორციელა. ICE საქართველოში პრემიუმ ბრენდის Otis-ის ოფიციალური წარმომადგენელია და სწორედ აღნიშნული ბრენდის ესკალატორებისა და ლიფტების მონტაჟი მოხდა Batumi Grand Mall-ში.
„ბათუმი, საქართველო – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან (EBRD) პარტნიორობით ახალი Batumi Grand Mall-ი გაიხსნა. ეს უახლესი სავაჭრო ცენტრი, რომლის საერთო საპროექტო ღირებულება 20 მილიონი ევროა, გარდაქმნის ბათუმის ლანდშაფტს.
ამ მონუმენტური პროექტის სათავეში დგას აი-სი-ი საინჟინრო კომპანია. ცნობილი, როგორც უახლესი და ხარისხიანი აღჭურვილობის შემომტანები, აი-სი-ი-მ მიზნად დაისახა, რომ Batumi Grand Mall-მა უზრუნველყოს საუკეთესო სავაჭრო და გასართობი გამოცდილება. ჩვენმა გუნდმა დაამონტაჟა 5 ლიფტი და 14 ესკალატორი Otis-ისგან, მსოფლიოში წამყვანი მწარმოებლისგან, რაც უზრუნველყოფს უპრობლემო და უსაფრთხო გადაადგილებას სავაჭრო ცენტრში“, - აღნიშნულია ICE-ს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.