მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბათუმის „გრანდ მოლში“ რეგიონში ყველაზე მასშტაბურ Zara-ს მაღაზიას გავხსნით - „სინომი რითეილი“

news image
mbc image

საქართველოში მოდის რითეილის სფეროში წამყვანი კომპანია, „სინომი რითეილი”  ქალაქ ბათუმის ახალ სავაჭრო ცენტ „გრანდ მოლში“ Zara-ს რიგით მეხუთე მაღაზიას გახსნის, რომელიც ამიერკავკასიის რეგიონში  ყველაზე მასშტაბურია. 

როგორც ,,სინომი რითეილის" ხელმძღვანელი რევაზ მაღალაშვილი Business Insider Georgia- თან აღნიშნავს, მიმდინარე სეზონი კომპანიისთვის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია.

კერძოდ, 6 ოქტომბრიდან  კომპანიამ გახსნა 10 წამყვანი  საერთაშორისო ბრენდი, როგორიცაა: Zara, Massimo Dutti, Mango, OYSHO, Stradivarius, Kiko Milano, Sunglass Hut, Parfois, Aldo, Charles & Keith.

,,ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი რაც მოხდა ისაა, რომ წელს ბათუმში ბრენდული მაღაზიები გავხსენით. ეს კიდევ ერთი დიდი წარმატებაა, რომელსაც მნიშვნელოვანი გავლენა ექნება საქართველოს ეკონომიკისა და ქვეყნის დასავლეთ რეგიონის განვითარებაზე.

ბათუმის ,,გრანდ მოლში"  Zara-ს -ს მაღაზია 15 ნოემბერს, 17:00 საათზე გაიხსნება და ეს იქნება ყველაზე დიდი მაღაზია ამიერკავკასიის მასშტაბით, ფართის მოცულობა  3000 კვ/მ-ია. გრანდიოზული ცერემონია გვექნება. შოპინგი  ღამის 12 საათამდე გაგრძელდება", - აცხადებს რევაზ მაღალაშვილი.

მისი ინფორმაციით, ,,სინომი რითელის"  1000 ადამიანი ჰყავს დასაქმებული. ბათუმში ახალი მაღაზიების გახსნის შედეგად დამატებით 200 დასაქმდება. 

„სინომი რითეილის" მაღაზიები ყოველწლიურად მილიონზე მეტ ქართველ და უცხოელ სტუმარს მოემსახურება.
კომპანია საქართველოში, კერძოდ თბილისში 2012 წლიდან „რითეილ გრუპ ჯორჯიას “სახელით ოპერირებდა, 2023 წლის თებერვალში რებრენდინგის შედეგად კომპანიას სახელი შეეცვალა და „სინომი რითეილი“ დაერქვა.

„სინომი რითეილი“ წარმოადგენს 19 საერთაშორისო ბრენდს და ფლობს 70-ზე მეტ მაღაზიას თბილისის მასშტაბით. 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა