მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბათუმის Hive Tech Hub კომპანიების მისაღებად ემზადება

news image
mbc image

ბათუმის Hive Tech Hub კომპანიების მისაღებად ემზადება. ამის შესახებ Business Insider Georgia -ს Hive Tech Hub -ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ქეთო თოფურიძემ განუცხადა.

„ძირითადად ვინც არიან ჩვენი ფენანთები ადგილზე ესენი არიან ტექ კომპანიები, სხვადასხვა ტიპის, როგორც ლოკალური ასევე საერთაშორისო, რომლებსაც აქვთ ბრენჩები თბილისში და ბათუმში. ძირითადად, გვყავს ამ მიმართულებით, თუმცა გვყავს ასევე Skilwill-ის Tech სკოლა, რომელსაც აქვს სამი ოფისი აღებული და საიდანაც ლექციებს ჩაატარებს ფიზიკურად. აქამდე თუ მხოლოდ ონლაინ უნივერსიტეტი იყო, ახლა უკვე ფიზიკურად, ბავშვებს შეეძლებათ, რომ მოვიდნენ და ადგილზევე მოისმინონ ლექციები თავის აქტივობებით. ამის გარდა, გვყავს ასევე ისეთი თიენთები, რომლებიც თბილისში ჩვენი თამარაშვილის ქოორთინგის თიენთები არიან და რამდენიმე წელია უკვე ჩვენთან პარტნიორობენ, რომლებიც მოვიდნენ 5-დან 10 კაცამდე დაკომპლექტებული ჯგუფებით და უკვე ძალიან გაიზარდნენ და ბათუმშიც დაიწყეს ოპერირება. შესაბამისად, დაახლოებით 50-დან 60-მდე თანამშრომელი ჰყავთ და სჭირდებათ ასევე ფიზიკური სამუშაო სივრცე. ძირითადად, ტექ მიმართულების კომპანიები გვყავს, თუმცა ასევე არის მოთხოვნა იურიდიული სერვისების, ბუღალტრული სერვისების კომპანიებისგან  და სხვადასხვა  ტიპის აუთსორსული კომპანიებისგანაც. თუმცა ძირითადად არიან სოფთვეარ დეველოპმენტი, ტექ მიმართულება, ტექ აკადემია, ასევე  კრიპტოს მიმართულებით კომპანიები არიან დაინტერესებულნი და ძირითადად ეს სეგმენტი არის,  რომელიც არამხოლოდ ბათუმში, არამედ თბილისის თამარაშვილის ოფისშიც  გვყავს მსგავსი პროფილის ბიზნესები.  ასევე, ავლაბარი, რომელიც გაიხსნება სავარაუდოდ  მაისის თვეში. არის ათ სართულიანი დიდი შენობა მოედნის პროექტში  და იქაც Hive Tech Hub იხსნება, სადაც ანალოგიურად გვაქვს მოთხოვნა დაახლოებით იგივე ტიპის კომპანიებისგან. ძირითადად, ქართული კომპანიები გვყავს, რომლებიც როგორც ადგილობრივად, ასევე სხვა ქვეყნებშიც ოპერირებენ, თუმცა არიან სხვადასხვა ეროვნების მაგალითად უკრაინელები  და საკმაოდ დიდი მოთხოვნა არის მათი მხრიდან ისევე, როგორც სხვა  ჩვენი მეზობელი სხვა ქვეყნებისგან “, - აცხადებს Hive Tech Hub -ის ბიზნესის განვითარების დირექტორმა ქეთო თოფურიძე.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა