მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7198.6
-0.0022
flag
AZN 1.5607
-0.0007
flag
CNY 39.184
-0.009
flag
EUR 3.0408
-0.0379
flag
GBP 3.5101
-0.0504
flag
KZT 54.36
0.0011
flag
TRY 0.0571
-0.0002
flag
USD 2.6527
-0.0016
news banner

ბათუმის სასტუმრო ბაზარზე წარმატებული ოპერირების შემდეგ, ქართული ბრენდი „მონარქი“ თბილისში გაფართოებას გეგმავს

news image
mbc image

ბათუმის სასტუმრო ბაზარზე წარმატებული ოპერირების შემდეგ, ბრენდი „მონარქი“ დედაქალაქში შემოსვლას გეგმავს. სასტუმრო, რომელიც სამი წლის წინ გაიხსნა და მფლობელი კომპანია „ინს გრუპის“ პორტფელის ნაწილია, გაფართოების გეგმას აქტიურად ამუშავებს და თბილისის ბაზარს სწავლობს.

კომპანიის  დამფუძნებელი, გია ლომინაძე, Business Insider Georgia-სთან აღნიშნავს, რომ ბრენდის ეფექტური მუშაობა და დადებითი დინამიკა მათ საშუალებას აძლევს, განიხილონ ახალი პროექტების განხორციელების შესაძლებლობა.

„Hotel Monarch Batumi ადგილობრივ ბრენდებს შორის იმდენად კარგად არის პოზიციონირებული, რომ ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება როგორც დატვირთულობის, ასევე პრაისინგისა და მაღალი რეიტინგების თვალსაზრისით. ბრენდი „მონარქის“ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მომავალშიც ვგეგმავთ განვითარებას. აქტიურად განვიხილავთ, რომ „მონარქის“ ბრენდით სასტუმრო თბილისში გავხსნათ“, — განმარტავს გია ლომინაძე.

რაც შეეხება Hotel Monarch Batumi-ს, სასტუმრომ 2025 წელი 75%-იანი დატვირთულობით დაასრულა და მენეჯმენტს არსებული მაჩვენებლების საფუძველზე იმედი აქვს, რომ 2026 წელს მეტ სტუმარს უმასპინძლებს.

„2025 წელს გვქონდა 75%-იანი წლიური დატვირთულობა, ხოლო სასტუმროს სტუმრების დიდი ნაწილი უცხოელები იყვნენ. ლიდერობენ ისრაელი და თურქეთი. ვფიქრობთ, რომ 2026 წელი უკეთესი იქნება, ვიდრე 2025 წელი იყო. წინასწარი ჯავშნები, რომლებიც მიმდინარე წლის ორი თვის განმავლობაში გვაქვს, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს და ასეთია ჩვენი პროგნოზიც - წელს 7-8%-ით მეტ სტუმარს მივიღებთ“, - აცხადებს გია ლომინაძე.

რაც შეეხება Hotel Monarch Batumi-ში განთავსების ფასების ზრდას, „ინს გრუპში“ განმარტავენ, რომ ეს მოთხოვნაზე იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ Hotel Monarch Batumi პოზიციონირებულია, როგორც 4-ვარსკვლავიანი სასტუმრო, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ იგივე ბრენდის სასტუმრო თბილისშიც გაიხსნება, მენეჯმენტის განცხადებით, ის აუცილებლად დააკმაყოფილებს 5-ვარსკვლავიანი სასტუმროს მოთხოვნებს.

სასტუმრო „მონარქი“ ბათუმში 2022 წლიდან ფუნქციონირებს. ის ბათუმის ძველ, ცენტრალურ უბანში, ახმედ მელაშვილის #37-ში მდებარეობს და კომპანია „ინს გრუპის“ საკუთრებაა. ახალ პროექტში კომპანიამ 14 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სასტუმრო Monarch-ი 5 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განთავსებულ თანამედროვე, დახვეწილი ინტერიერის მქონე სასტუმროს წარმოადგენს, რომელიც მიმღებს, 67 ნომერს, ლობი-ბარს, საბილიარდო ოთახს, სპა სივრცეს, სასადილო სივრცეს, სამრეცხაოს, მიწისქვეშა პარკინგსა და ულამაზეს სქაი-ბარს აერთიანებს.

„მონარქი“ მორგებულია არა მხოლოდ ტურისტულ, არამედ საქმიან ვიზიტებზეც. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ისარგებლონ სასტუმროს საკონფერენციო დარბაზით, რომელიც 60–80 ადამიანზეა გათვლილი.

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ამბასადორი აილენდ ბათუმი“ Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებულია

18.06.2026.18:33

„ამბასადორი აილენდ ბათუმი“ Luxury Lifestyle Awards 2026-ის გამარჯვებულად დასახელდა. პროექტმა საერთაშორისო აღიარება ორ ნომინაციაში მოიპოვა: Best Luxury Coastal Masterplan Development და Best Luxury Urban Development in Georgia.

Luxury Lifestyle Awards უძრავი ქონების პრემიუმ კლასის სექტორში გამოარჩევს იმ კომპანიებს, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით მაღალი კლასის საცხოვრებელ გარემოს ქმნიან. ყოვლისმომცველი კვლევისა და შეფასების პროცესის საფუძველზე, „ამბასადორი აილენდის“ დაჯილდოვებისას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტის ინოვაციურობას, ხარისხს, ხედვას და მის გრძელვადიან ეკონომიკურ სარგებლიანობას.

აღნიშნული მიღწევა ამბასადორის კუნძულის კიდევ ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას წარმოადგენს, როგორც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური და ინოვაციური პროექტის, რაც კიდევ უფრო ამყარებს მის პოზიციას. 

„ამბასადორი აილენდ ბათუმის“ პროექტი, რომელიც პირველ ხელვნურ კუნძულს წარმოადგენს შავ ზღვაში, ერთიან, ინტეგრირებულ გენერალურ გეგმაში აერთიანებს საცხოვრებელ, სტუმარმასპინძლობის, ბიზნეს, დასასვენებელ, გასართობ და საზოგადოებრივ სივრცეებს.

 აღნიშნულ ნომინაციებში გამარჯვება, სათანადოდ ასახავს პროექტის უფრო ფართომასშტაბიან ამბიციას: შეიქმნას ახალი ლოკაცია გლობალურ საინვესტიციო რუკაზე, რომელიც გააფართოებს ქვეყნის ტურისტულ და ეკონომიკურ პოტენციალს, რაც რეგიონში განვითარების სრულიად ახალ სტანდარტს დაამკვიდრებს.

შავ ზღვაში, პირველი ხელოვნური კუნძულის პროექტს „ამბასადორი ჯგუფი“, მსოფლიოს წამყვან პარტნიორ კომპანიებთან მჭიდრო თანამშრომლობით ახორციელებს. მათ შორისაა: ურბანული დაგეგმარების გლობალური ლიდერი, საინჟინრო კომპანია Arup, წამყვანი არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია Yüksel Proje და ამერიკული არქიტექტურული კომპანია SHoP Architects.

 

Close-up Windows + Old Town View (2026)

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა