ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე OKTO Group-ს ახალი სიტყვა - OKTO Art House: კომფორტი, ინოვაცია და ხელოვნება ერთ სივრცეში
საქართველოს შავი ზღვის სანაპირო, განსაკუთრებით კი ბათუმი, ბოლო წლებში მტკიცედ ინარჩუნებს პოზიციას, როგორც ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად განვითარებადი ტურისტული და საინვესტიციო მიმართულება. მზარდმა საერთაშორისო ინტერესმა და უძრავი ქონების ბაზრის დინამიკურმა განვითარებამ კიდევ უფრო მეტად გაუსვა ხაზი ახალ სტანდარტებზე ორიენტირებული პროექტების საჭიროებას.
OKTO Group-ში აცხადებენ, რომ ბათუმი უკვე მყარად დამკვიდრებულია მსოფლიო ტურიზმის რუკაზე. ამას მოწმობს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მონაცემებიც: 2025 წელს მგზავრთა რაოდენობა 35%-ით, ხოლო რეისების რაოდენობა 38%-ით გაიზარდა, რაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
მზარდი მოთხოვნის ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზეც მნიშვნელოვნად გაიზარდა კონკურენცია. შესაბამისად, როგორც ინვესტორები, ისე მაცხოვრებლები ელიან უმაღლესი ხარისხის, კომფორტულ და ცხოვრების სტილზე მორგებულ საცხოვრებელ სივრცეებს.
სწორედ ამ მოთხოვნებს პასუხობს OKTO Group – კომპანია, რომელმაც მცირე დროში მომხმარებლის ნდობა დაიმსახურა. ჯგუფის ფლაგმანური პროექტი OKTO Art House ბათუმის ბულვარის პრესტიჟულ ლოკაციაზე შენდება და აერთიანებს ხარისხს, კომფორტს, უსაფრთხოებასა და ინოვაციას.
OKTO Group-ი საკუთარ პროექტში მხოლოდ უმაღლესი ხარისხის ევროპული წარმოების სამშენებლო მასალებს და უახლეს ტექნოლოგიას იყენებს. მშენებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მხარე მყარი საძირკველია და ამიტომაც კომპანია საძირკვლის გასამაგრებლად დამატებით ხიმინჯის კონსტრუქციებს იყენებს. OKTO Group-ში აცხადებენ, რომ ხიმინჯის კონსტრუქციისთვის გამოიყენება ისეთი მაღალი ხარისხის მასალები, როგორიცაა არმატურა A 500/C და ბეტონი B35, რაც ითვლება უმაღლესი ხარისხის მასალად. ჯამში პროექტისთვის გათვლილია 234 ხიმინჯი. ეს ყოველივე მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის უსაფრთხოების ყველა ნორმის დაცვისთვის, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სანაპირო ზონაში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსის სიმყარესა და მდგრადობისთვის.
OKTO Art House-ის საინვესტიციო უპირატესობა ხელსაყრელი ლოკაცია, დაგეგმარება და სხვადასხვა საჭიროებებზე მორგებული აპარტამენტის ტიპებია, რაც გრძელვადიანი სარგებლის მიღების შესაძლებლობას იძლევა.
„ხარისხისა და უსაფრთხოების გარდა, პროექტს გამორჩეულს ხდის კომფორტი და ინოვაციური კონცეფცია, რაც OKTO Art House-ს უნიკალურ პროექტად აქცევს.
კომპლექსი მოიცავს 6000 კვ.მ. ფართობს და შედგება ორი 35-სართულიანი შენობისგან, რომლებშიც განთავსებულია 1680 აპარტამენტი. ზღვის, ქალაქისა და მთის ხედები, თანამედროვე ცხოვრების სტილზე მორგებული რეკრეაციული და სპორტული ზონები ქმნის იდეალურ გარემოს ყოველდღიური ცხოვრებისა და დასვენებისთვის.
მაცხოვრებლებს ხელი მიუწვდებათ ყველაფერზე, რაც მათ ყოველდღიურ ცხოვრებას კომფორტულს გახდის. კომპლექსში არის ბავშვთა სამხატვრო სკოლა და გალერეა, გამწვანებული ეზო სპორტული მოედნებით და სარბენი ბილიკებით უზრუნველყოფს ჯანსაღი ცხოვრების წესის შესაძლებლობას. ფიტნეს დარბაზი, რესტორნები და კაფეები კი ქმნიან იდეალურ გარემოს დასვენებისა და სოციალიზაციისთვის. მიწისქვეშა პარკინგი კი უზრუნველყოფს მცხოვრებლების კომფორტს და ეზოს სივრცის ეფექტურ გამოყენებას.
ამასთან,კომფორტის კუთხით, ბენეფიტი არის ის, რომ მომხმარებელს დამატებით შეგვიძლია შევთავაზოთ ბინები სრული პაკეტით - ე.წ. Turn Key Inovation, რაც გულისხმობს სრულად გარემონტებულ აპარტამენტს საჭირო ავეჯით და ტექნიკით, რომლის დიზაინი შემუშავებული იქნება პროფესიონალი დიზაინერების მიერ, სივრცის ერგონომიკისა და თანამედროვე ინტერიერის ტენდენციების გათვალისწინებით. რაც შეეხება ინოვაციურ ნაწილს, OKTO ART HOUSE პროექტს გამორჩეულს ხდის უნიკალური, ხელოვნებაზე დაფუძნებული კონცეფცია. კომპლექსის მაცხოვრებლებს აქ დახვდებათ ბავშვთა სამხატვრო სკოლა და საგამოფენო გალერეა, ხოლო ქართველი მხატვრების ნამუშევრებით დეკორირებული თითოეული სართულის დერეფანი უფრო მეტი შთაგონებით აღავსებს ყოველდღიურ ცხოვრებას, - განმარტავენ OKTO Group-ში.OKTO Group მომხმარებლებს მოქნილ გადახდის პირობებს სთავაზობს, რაც მოიცავს მინიმალურ პირველად შენატანს და ხელსაყრელ ვადებს. ეს აადვილებს ინვესტიციის განხორციელებას როგორც მუდმივი საცხოვრებლის, ისე გაქირავების მიზნით.

კომპანიაში აცხადებენ, რომ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს და დადგენილ ვადებს ემთხვევა. აპარტამენტების 60% უკვე გაყიდულია, რაც პროექტის მიმართ მაღალ ნდობასა და მოთხოვნაზე მეტყველებს.
OKTO Art House-ის მშენებლობა 2027 წლის მეორე ნახევრისთვის დასრულდება. ეს კი კიდევ უფრო მნიშვნელოვნად გაზრდის ბათუმის მიმზიდველობას, როგორც მუდმივი მაცხოვრებლებისთვის, ისე ინვესტორებისთვის.
OKTO Group სამომავლო გეგმები საკმაოდ ამბიციურია და უკავშირდება მისწრაფებას, რომ შეინარჩუნოს უნიკალური იდენტობა და პრემიუმ ხარისხი და ამავდროულად, უპასუხოს ყველა თანამედროვე მოთხოვნას.
სწორედ OKTO Art House იქცევა იმ პირველ მნიშვნელოვან რგოლად, რომელიც საფუძველს ჩაუყრის მომავალ საინტერესო და ინოვაციურ პროექტებს, ბრენდის ღირებულებებისა და უმაღლესი სტანდარტების გათვალისწინებით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.