ბათუმში ახალი პურის საწარმო „მუხრანის პური“ გაიხსნა
ქალაქ ბათუმში ფუნქციონირება დაიწყო ახალმა პურის საწარმომ “მუხრანის პური, რომელიც მომხმარებელს პრემიუმ ხარისხის პურ-ფუნთუშეულის ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

საწარმო აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით და წარმოების ყველა ეტაპზე ხარისხის კონტროლის მაღალ სტანდარტებს იცავს.

კომპანიის მთავარი მიმართულებაა პრემიუმ ხაზის პურების წარმოება, რომელიც მზადდება შერჩეული ნედლეულითა და დახვეწილი რეცეპტურებით.

საწარმო გათვლილია როგორც საცალო, ისე საბითუმო ბაზრის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე და ყოველდღიურად შეუძლია მნიშვნელოვანი მოცულობის პროდუქციის წარმოება და რეალიზაცია.

ახალი ობიექტის გახსნა ხელს შეუწყობს ადგილობრივი წარმოების განვითარებას, ახალი სამუშაო ადგილების შექმნას და მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის საცხობი პროდუქციის ხელმისაწვდომობის გაზრდას.

სხვა სიახლეები
თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის მიმართულებით ფრენები იწყება
12.06.2026.15:32
25 ივნისიდან, თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს შორის რეგულარული ფრენები იწყება.
აღნიშნული მიმართულებით რეისებს კვირაში ოთხჯერ, ავიაკომპანია “ჯორჯიან ეარვეისი” შეასრულებს. ზაფხულის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში, თბილისი-ბათუმი-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებიყოველ სამშაბათს, ხუთშაბათს, შაბათსა და კვირას, Boeing 737 ტიპის ხომალდით შესრულდება.
თბილისის საერთაშრისო აეროპორტიდან აღნიშნულ დღეებში რეისები 09:00-ზე განხორციელდება, ბათუმიდან კი 19:30-ზე. ფრენის ხანგრძლივობა 45 წუთს შეადგენს.