მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7185.7
-0.0005
flag
AZN 1.5489
-0.0004
flag
CNY 38.826
-0.0079
flag
EUR 3.01
-0.0091
flag
GBP 3.5362
-0.0206
flag
KZT 55.76
-0.0011
flag
TRY 0.0558
-0.0002
flag
USD 2.6327
-0.0006
news banner

ბათუმში BlueSky Apart-Hotel 795 ნომრით გაიხსნა

news image
mbc image

ბათუმის სტუმარ-მასპინძლობის ინდუსტრიას კიდევ ერთი ობიექტი შეემატა. Blue Sky Apart-Hotel-ი, ეს არის ახალი სტანდარტი კომფორტული დასვენებისა და ცხოვრებისათვის ბათუმში. BlueSky Apart-Hotel წარმოადგენს პრემიუმ კლასის აპარტოტელს, რომელიც განთავსებულია BlueSky Tower - ის ‘A’ ბლოკში 795 მაღალი კლასის სასტუმროს ტიპის აპარტამენტით.

 

Blue Sky Apart-Hotel გათვლილია როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ვიზიტორებზე და მომხმარებლებს სთავაზობს უნიკალურ მდებარეობას, პრემიუმ მომსახურებას, დაუვიწყარ ხედებსა და სრულად აღჭურვილ, თანამედროვე სტანდარტების აპარტამენტებს. აქ ყველაფერი გათვალისწინებულია იმისთვის, რომ სტუმარმა ბათუმში ყოფნის განმავლობაში იგრძნოს სიმშვიდე, კომფორტი და ხარისხი - აცხადებს HSC Group Hospitality-ს დირექტორი გიორგი დოლიძე.

მისივე თქმით, აპარტოტელი მიმართულია საშუალო და მაღალი სეგმენტის დამსვენებლებზე – ინდივიდუალურ მოგზაურებზე, ოჯახებზე და ბიზნეს ვიზიტორებზე. კომპლექსში წარმოდგენილია აპარტამენტების სხვადასხვა კატეგორიები:

- Studio Alley & Sea View
- One-Bedroom Suite Alley & Sea View
- Studio Yard View
- One-Bedroom Suite Yard View

აპარტამენტების ფართობი მერყეობს 30-70 კვ.მ-მდე, რაც სტუმრებს აძლევს შესაძლებლობას, აირჩიონ მათ საჭიროებებზე მორგებული გეგმარება, ხედითა და სართულით.

ობიექტის ლოკაცია ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა: Blue Sky Apart-Hotel მდებარეობს გმირთა ხეივანზე, შავი ზღვის თაღის მიმდებარედ. პლაჟამდე მისასვლელად სულ რაღაც 5 წუთია საკმარისი, 2 წუთში შეგიძლიათ ესტუმროთ ბათუმის სტადიონს, 1 წუთის სავალზეა Black Sea Mall, ხოლო იუსტიციის სახლამდე მისასვლელად მხოლოდ 3-4 წუთი დაგჭირდებათ. ეს ხელსაყრელი მდებარეობა სტუმრებს სთავაზობს სწრაფ და მარტივ წვდომას ბათუმის მთავარ ტურისტულ ლოკაციებთან.

საგულისხმოა, რომ დღეისათვის SOLO-ს მომხმარებლებისთვის 20%-იანი ფასდაკლების აქცია მოქმედებს Blue Sky Apart-hotel-ში ნებისმიერი ტიპის აპარტამენტეზე. სასტუმროს ფასდაკლების მისაღებად აუცილებელია წინასწარ დაჯავშნა, ონლაინ პლატფორმით დაჯავშნის შემთხვევაში ფასდაკლება არ მოქმედებს.

ასევე აქტიურია 2+1 აქცია Blue Sky Apart-hotel-ში - დაჯავშნეთ ორი ღამით ნებისმიერი ტიპის აპარტამენტი და მიიღეთ მესამე ღამის ჯავშანი უფასოდ.

Blue Sky Apart-Hotel შედის წარმატებული სამშენებლო-დეველოპერული კომპანია LikeHouse - ის ჯგუფში, რომლის პორტფოლიოშიც არაერთი მასშტაბური და წარმატებული პროექტია. Blue Sky Tower წარმოადგენს 200 მილიონი ლარის ინვესტიციას და გამოირჩევა მაღალი ენერგოეფექტურობით, მდგრადობითა და უმაღლესი ხარისხის სამშენებლო და სარემონტო მასალების გამოყენებით. უშუალოდ Blue Sky Apart-Hotel - ში საშუალოდ დასაქმებული იქნება 150 ადამიანი.

2026 წლისთვის აღნიშნულ ბლოკში საერთაშორისო ბრენდის – Holiday Inn Resort - ის გახსნაა დაგეგმილი ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა. რაც შეეხება კომპლექსის ‘B’ ბლოკს, იქ განთავსებულია დაახლოებით 1,300 მაღალი დონის საცხოვრებელი რეზიდენცია. სამომავლოდ კი დაგეგმილია ობიექტის გაერთიანება ისეთი მნიშვნელოვანი სივრცეებით, როგორებიცაა: კაზინო, კომერციული ზონები. სასტუმროს ნაწილში კი რესტორანი, ტერასა, საცურაო აუზი და სრულფასოვანი სპა ინფრასტრუქტურა. კომპლექსში განთავსებული იქნება კაზინო და სხვადასხვა კომერციული ზონები.

HSC Group Hospitality პროექტს საკონსულტაციო მომსახურებებს უწევს.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image Global Finance-მა საქართველოს ბანკი ფინანსურ სექტორში AI-ის დანერგვისთვის ქვეყანაში საუკეთესოდ დაასახელა

18.07.2026.09:45

საქართველოს ბანკმა Global Finance-ის AI in Finance Awards-ზე დაჯილდოების პირველ რაუნდში 14 ჯილდო მოიპოვა და ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში საქართველოს საუკეთესო ბანკად დასახელდა.

წამყვანმა საერთაშორისო ფინანსურმა გამოცემამ საქართველოს ბანკი ხელოვნური ინტელექტის დანერგვაში ქვეყნის საერთო გამარჯვებულად დაასახელა ორივე მთავარ მიმართულებაში: სამომხმარებლო და კორპორატიულ საბანკო მომსახურებაში.

ქვეყნის მასშტაბით საერთო გამარჯვების გარდა, ბანკმა 6-6 კატეგორიაში მიიღო ჯილდო როგორც ქვეყნის, ისე ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონულ დონეზე: სამომხმარებლო სეგმენტში ფინანსური ინკლუზიურობის, სამომხმარებლო გამოცდილების, პერსონალიზებული ფინანსური რჩევებისა და ფინტექ გადაწყვეტილებების მიმართულებით, კორპორატიულ სეგმენტში კი გადახდებში AI-ის გამოყენებისა და ფინტექ AI-ის კატეგორიებში.

„ხელოვნური ინტელექტი სწრაფად ცვლის ფინანსურ ინდუსტრიას და ეს ტრანსფორმაცია ჯერ კიდევ აქტიურად გრძელდება. AI in Finance Awards კი იმ ორგანიზაციებს აერთიანებს და აღიარებს, რომლებიც ამ ცვლილებების სათავეში არიან და ხელს უწყობენ ფინანსურ სექტორში ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან განვითარებას", განაცხადა Global Finance-ის დამფუძნებელმა და სარედაქციო დირექტორმა, ჯოზეფ ჯიარაპუტომ.

„ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკისთვის მხოლოდ ტექნოლოგიური ინოვაცია არ არის - ის ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისა და სამომხმარებლო გამოცდილების განვითარების განუყოფელი ნაწილია. დღეს ჩვენი GenAI ჩატბოტი მომხმარებლების წერილობითი კითხვების თითქმის სამ მეოთხედს პასუხობს, დღე-ღამის ნებისმიერ დროს, რიგისა და ლოდინის გარეშე. ფინანსური რესურსების მიღება მობილური ბანკიდან ერთ წუთშია შესაძლებელი, რადგან არაუზრუნველყოფილი საკრედიტო გადაწყვეტილებების 99% სრულად ავტომატიზებულია. ამავე ტექნოლოგიით საბანკო სერვისებს მათთვისაც ვხდით ხელმისაწვდომს, ვისთვისაც ეს აქამდე რთული იყო (მათ შორის თვითდასაქმებულთათვის), თითოეულ მომხმარებელს კი მათზე მორგებულ რჩევასა და პროდუქტს ვთავაზობთ. ხელოვნური ინტელექტი ბიზნესებსაც ემსახურება: მცირე ბიზნესისთვის წვდომა ფინანსურ რესურსებზე დაჩქარებულია და თუ ამ პროცესს ადრე ოთხი დღე სჭირდებოდა, ახლა წუთებში სრულდება. მსხვილი კომპანიების დაფინანსების პროცესი კი 25%-ით დაჩქარდა. ინვესტირებას მონაცემებსა და ხელოვნურ ინტელექტში ვაგრძელებთ, რომ საბანკო მომსახურება ყველასთვის კიდევ უფრო სწრაფი, მარტივი და ხელმისაწვდომი გახდეს. გარდა ამისა, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ AI-ს საშუალებით თანამშრომლების ეფექტურობის ასამაღლებლად და გვიხარია, რომ ბექ ოფისის თანამშრომელთა ნახევარზე მეტი AI ხელსაწყოებს ყოველდღიურად იყენებს",- აღნიშნავს საქართველოს ბანკის მონაცემთა ანალიტიკის მიმართულების ხელმძღვანელი მიხეილ ნადარეიშვილი.

Global Finance-ის დაჯილდოება - AI In Finance Awards აფასებს ფინანსური სექტორის მიერ ხელოვნური ინტელექტის პასუხისმგებლიან და ეფექტიან დანერგვას. კონკურსში მონაწილე ბანკების განაცხადებებს აფასებს CGI-ის ჟიური, საბოლოო გადაწყვეტილებას კი Global Finance-ის სარედაქციო გუნდი იღებს.

აღსანიშნავია, რომ Global Finance-მა ცოტა ხნის წინ საქართველოს ბანკის AI კვლევითი ლაბორატორია (AI Research Lab), მსოფლიოს საუკეთესო ფინანსური ინოვაციების ლაბორატორიებს შორის დაასახელა. ამასთან, ბანკმა კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარება რეგიონულ დონეზე მიიღო - გენერაციული ხელოვნური ინტელექტის (GenAI) დანერგვისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა