ბათუმში ბუტიკ-სასტუმრო Indigo გაიხსნება - ინვესტიციის მოცულობა 25 მლნ ლარამდეა
წლის ბოლომდე აჭარას კიდევ ერთი მაღალი კალსის სასტუმრო შეემატება.
ბათუმში საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილ შენობაში, რომელიც მემედ აბაშიძის ქუჩა N25 მდებარეობს, ბუტიკ-სასტუმრო Indigo მე-19 საუკუნის შენობაში საახალწლოდ გაიხსნება და სტუმრების მიღებას დაიწყებს.
როგორც სასტუმროს მფლობელი კომპანია „სტარ კაპიტალის“ დამფუძნებელმა ზურაბ ნასყიდაშვილმა Business Insider Georgia-ს განუცხადა, სასტუმრო 55 ნომერზეა გათვლილი და ამ დროისათვის მისი ავეჯით გაწყობის პროცესი მიმდინარეობს.
Hotel Indigo® Batumi-ში „სტარ კაპიტალის“ მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 22-25 მლნ ლარამდეა, რაშიც შენობის ფასიც შედის.
კომპანიამ ბათუმში მდებარე ისტორიული ნაგებობა 2017 წლის ნოემბერში პირობებიან აუქციონზე 9.2 მლნ ლარად შეიძინა. „სტარ კაპიტალის“ ვალდებულებაა ასევე საკუთრებაში გადაცემულ ქონებაში განთავსებული საათის მოვლა-პატრონობა, რომლის ბათუმის მერიის საკუთრებაა.
აღსანიშნავია, რომ Hotel Indigo ბუტიკის ტიპის სასტუმროა, რომელიც IHG-ის წევრია. Hotel Indigo-ს პირველი სასტუმრო 2004 წლის ოქტომბერში ატლანტაში გაიხსნა. ამ დოისათვის Hotel Indigo მსოფლიოში 130-ზე მეტ სასტუმროს აერთიანებს.
რკო
ახალი კოლექცია
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.