ბათუმში Front-end პროგრამირებაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ბათუმში Front-end პროგრამირებაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.
Skillwill-ში, ბათუმში, Front-end პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია გამოცხადდა. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია.
Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.
Front-end პროგრამირება ვებგვერდებისა და ციფრული პროდუქტების იმ ნაწილის შექმნას გულისხმობს, რომელსაც მომხმარებელი უშუალოდ ხედავს და იყენებს. Front-end დეველოპერი დიზაინს ფუნქციურ, სწრაფ და მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტად გარდაქმნის.
მისი მთავარი ამოცანაა ვებგვერდის ვიზუალური და ინტერაქციული ნაწილის შექმნა, სხვადასხვა მოწყობილობაზე მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ციფრული გამოცდილების შექმნა.
პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:
• HTML-ისა და CSS-ის გამოყენებით ვებგვერდის შექმნასა და ვიზუალურად გაფორმებას;
• Sass/SCSS-ისა და Tailwind-ის გამოყენებით ვებგვერდის თანამედროვე სტილში აწყობას;
• JavaScript-ის საშუალებით ვებგვერდზე ინტერაქციული ფუნქციებისა და ეფექტების დამატებას;
• TypeScript-ის გამოყენებით დინამიური ვებგვერდების შექმნას;
• React-ის საშუალებით თანამედროვე და ინტერაქციული ვებგვერდების შემუშავებას;
• ვებგვერდის სწრაფად და გამართულად მუშაობისთვის საჭირო ოპტიმიზაციას;
• Git-ის გამოყენებით კოდის ვერსიების მართვასა და გუნდურ მუშაობას;
• Front-end პროგრამირებისთვის საჭირო ტექნიკურ ინგლისურს;
• პრაქტიკული პროექტის შექმნას;
• ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კოდის შექმნის, შემოწმებისა და გაუმჯობესებისთვის.
სასწავლო პროცესი პრაქტიკული უნარების განვითარებასა და რეალური ტიპის პროექტების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. სადიპლომო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დაწყება და ვებგვერდებისა თუ ციფრული პროდუქტების შექმნა სურს.
Skillwill-ის Front-end პროგრამირებაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სადიპლომო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სკოლის ატესტატი და მარტივი ტესტის ონლაინ წარმატებით გავლა.
ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.