მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7128.7
-0.0325
flag
AZN 1.5411
-0.0009
flag
CNY 38.842
0.0018
flag
EUR 3.0274
0.0062
flag
GBP 3.5365
0.0149
flag
KZT 56.18
0.003
flag
TRY 0.0549
0
flag
USD 2.6198
-0.0012
news banner

ბათუმში Front-end პროგრამირებაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო

news image
mbc image

ბათუმში Front-end პროგრამირებაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო.

Skillwill-ში, ბათუმში, Front-end პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია გამოცხადდა. სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ, ადგილების რაოდენობა კი შეზღუდულია.

Skillwill-ის პროფესიული სადიპლომო პროგრამებით დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეგიძლიათ ამ ბმულზე.

Front-end პროგრამირება  ვებგვერდებისა და ციფრული პროდუქტების იმ ნაწილის შექმნას გულისხმობს, რომელსაც მომხმარებელი უშუალოდ ხედავს და იყენებს. Front-end დეველოპერი დიზაინს ფუნქციურ, სწრაფ და მომხმარებელზე მორგებულ ციფრულ პროდუქტად გარდაქმნის.

მისი მთავარი ამოცანაა ვებგვერდის ვიზუალური და ინტერაქციული ნაწილის შექმნა, სხვადასხვა მოწყობილობაზე მისი გამართული მუშაობის უზრუნველყოფა და მომხმარებლისთვის მოსახერხებელი ციფრული გამოცდილების შექმნა.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან:

• HTML-ისა და CSS-ის გამოყენებით ვებგვერდის შექმნასა და ვიზუალურად გაფორმებას;
• Sass/SCSS-ისა და Tailwind-ის გამოყენებით ვებგვერდის თანამედროვე სტილში აწყობას;
• JavaScript-ის საშუალებით ვებგვერდზე ინტერაქციული ფუნქციებისა და ეფექტების დამატებას;
• TypeScript-ის გამოყენებით დინამიური ვებგვერდების შექმნას;
• React-ის საშუალებით თანამედროვე და ინტერაქციული ვებგვერდების შემუშავებას;
• ვებგვერდის სწრაფად და გამართულად მუშაობისთვის საჭირო ოპტიმიზაციას;
• Git-ის გამოყენებით კოდის ვერსიების მართვასა და გუნდურ მუშაობას;
• Front-end პროგრამირებისთვის საჭირო ტექნიკურ ინგლისურს;
• პრაქტიკული პროექტის შექმნას;
• ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას კოდის შექმნის, შემოწმებისა და გაუმჯობესებისთვის.

სასწავლო პროცესი პრაქტიკული უნარების განვითარებასა და რეალური ტიპის პროექტების შექმნაზე იქნება ორიენტირებული. სადიპლომო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც ტექნოლოგიურ სფეროში კარიერის დაწყება და ვებგვერდებისა თუ ციფრული პროდუქტების შექმნა სურს.

Skillwill-ის Front-end პროგრამირებაზე სწავლა სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ. სადიპლომო პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სკოლის ატესტატი და მარტივი ტესტის ონლაინ წარმატებით გავლა.

ადგილები შეზღუდულია, ამიტომ დაინტერესებულ პირებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა უკვე შეუძლიათ.

 

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო

10.08.2026.18:17

საქართველოში ოფიციალურად საფუძველი ჩაეყარა საერთაშორისო სერტიფიცირებული კომერციული Tier III მონაცემთა ცენტრის მშენებლობას, რომელიც მსოფლიოში მონაცემთა ცენტრების ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ აღიარებული სტანდარტია. ის მაღალსაიმედოა ბიზნესისთვის, ბანკებისთვის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა ორგანიზაციებისთვის, რომელთა საქმიანობა უწყვეტ ციფრულ სერვისებზეა დამოკიდებული. 

მონაცემთა ცენტრი (DATA CENTER) ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს 24/7 რეჟიმში შესთავაზებს უწყვეტ მომსახურებას და მისცემს შესაძლებლობას კორპორაციული მონაცემები საქართველოში შეინახონ ისევე უსაფრთხოდ და საიმედოდ, როგორც მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებშია ხელმისაწვდომი.

მონაცემთა ცენტრს განავითარებს სილქნეტი, ხოლო მის ოპერირებას უზრუნველყოფს სილქნეტის შვილობილი კომპანია Silk Cloud-ი, რომელიც ღრუბლოვანი და მართული IT სერვისების მიმართულებით საქმიანობს. მონაცემთა ცენტრი იქნება 2 მეგავატი სიმძლავრის მაღალმედეგი ინფრასტრუქტურის მქონე, რომელიც საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოემსახურება ღრუბლოვან გამოთვლებს (Cloud Computing), ხელოვნური ინტელექტის (AI) დატვირთვებსა და სხვა კორპორაციულ სერვისებს.

პროექტის პარტნიორები არიან საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები, რომელთაგან რამდენიმეს სილქნეტთან მრავალწლიანი თანამშრომლობა აკავშირებს. ამ პროექტის სტრატეგიული პარტნიორია Orange, რომლის ჩართულობაც 2024 წელს სილქნეტსა და Orange Alliance-ს შორის გაფორმებული თანამშრომლობის გაგრძელებაა. აღნიშნული ურთიერთობის ერთ-ერთ მთავარ ფოკუსს წარმოადგენს B2B ICT სერვისების განვითარება საქართველოში (კერძოდ სილქნეტში), ხოლო მონაცემთა ცენტრი ამ მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური პროექტია. შეთანხმების ფარგლებში, პარტნიორთა შერჩევისა და პროექტის ზედამხედველობის პროცესს ევროპული სატელეკომუნიკაციო ლიდერის, Orange Polska-ს შვილობილი კომპანია Integrated Solutions ხელმძღვანელობს.
ასევე პროექტში ჩართულები არიან სილქნეტის პარტნიორები -საერთაშორისოდ აღიარებული კომპანიები: BCG, Atos, Coteccons Construction – EPC, Huawei Technologies.

ახალი მონაცემთა ცენტრის ფუნდამენტია სილქნეტის სატელეკომუნიკაციო ინფრასტრუქტურა - 4 000 კილომეტრზე მეტი ოპტიკური ქსელი, რომელსაც საერთაშორისო კავშირები აქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და თურქეთთან, ხოლო მათი მეშვეობით - ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთსა და აზიასთან.

პირველი სერტიფიცირებული მონაცემთა ცენტრი 2027 წელს ამოქმედდება. პროექტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ციფრული ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით. ის ხელს შეუწყობს ქვეყნის, როგორც რეგიონული ციფრული ჰაბის, პოზიციის გაძლიერებას, მონაცემთა სუვერენულობისა და ციფრული მდგრადობის უზრუნველყოფას, რაც საქართველოს უფრო მიმზიდველს გახდის საერთაშორისო ბიზნესისთვის.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა