ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება - მხარდამჭერი საქართველოს ბანკია
საქართველოს ბანკი რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში, თანამედროვე სტანდარტების მრავალფუნქციური სპორტულ-გასართობი სივრცე GOAL FITNESS იხსნება.
ახალი სპორტულ-გასართობი ცენტრი შარტავას #16-ში მდებარეობს და ის სხვადასხვა სივრცეებს გააერთიანებს, მათ შორის: ფიტნეს დარბაზს, საკვები დანამატების ბარს, კროსფიტის სივრცეს, სპორტულ მაღაზიას, საბილიარდოს, Playstation-სა და სხვა სივრცეებს.
„GOAL FITNESS ჩვენი ახალი, მრავალფუნქციური ცენტრია, რომელიც მალე ბათუმში გაიხსნება. ჩვენი მიზანია მომხმარებლებს არა მხოლოდ მაღალი ხარისხის სავარჯიშო და დასასვენებელი სივრცე შევთავაზოთ, არამედ გარემო, სადაც მათ შესაძლებლობას მივცემთ კომფორტულად გაატარონ დრო, იზრუნონ ჯანმრთელობაზე და მიიღონ საუკეთესო მომსახურება. სამომავლოდ კიდევ უფრო განვითარებას, სერვისების გაფართოებას და დიდ ქალაქებში ახალი ფილიალების გახსნას ვგეგმავთ“, - განაცხადა GOAL FITNESS-ის დირექტორმა, გიორგი საფარიძემ.
„საქართველოს ბანკისთვის რეგიონების განვითარება და ადგილობრივი ბიზნესების გაძლიერება პრიორიტეტულია. სწორედ ამ მიზნით, გვერდში ვუდგავართ ისეთ პროექტებს რომლებიც, მომხმარებლებს დამატებით, მაღალი სტანდარტის მომსახურებას სთავაზობს. GOAL FITNESS თანამედროვე, მრავალფუნქციური სივრცეა, რომელიც ბათუმის მაცხოვრებლებსა და ჩამოსულ სტუმრებს ჯანსაღი ცხოვრების, აქტიური განტვირთვისა და ხარისხიანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას მისცემს. მინდა წარმატებები ვუსურვო გუნდს. ჩვენ კი არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ ბიზნესების მხარდაჭერას”, - განაცხადა საქართველოს ბანკის წამყვანმა კორპორაციულმა ბანკირმა, თათია თურმანიძემ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.