ბათუმში „გუდვილის“ რიგით მესამე ფილიალი იხსნება
სუპერმარკეტების ქსელი „გუდვილი“, 22-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ, ბათუმში რიგით მესამე ფილიალის გახსნას გეგმავს. ახალი სავაჭრო სივრცე სრულად პასუხობს თანამედროვე სავაჭრო ტენდენციებსა და მომხმარებელთა მოლოდინებს, სადაც გათვალისწინებულია 2025 წლის მაისში განხორციელებული რებრენდინგის სტანდარტები.
ფილიალი მდებარეობს SOLIS Residence-ში, შერიფ ხიმშიაშვილის 61.

ახალი სივრცე მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოს, რომელშიც გამოყენებულია უნიკალური დიზაინი, რაც შოპინგის პროცესს ამარტივებს და მეტად სასიამოვნოს ხდის.
ფილიალში წარმოდგენილია:

სივრცეში ასევე მოწყობილია თანამედროვე კაფეტერია, სადაც მომხმარებელს შეუძლია „გუდვილის“ წარმოების კერძების დაგემოვნება და განტვირთვა.

სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.