მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბათუმში, "იელთ კვარტალში" პრემიუმ კლასის კომპლექსი SUNSET გაიხსნა

news image
mbc image

ბათუმში, "იელთი კვარტალში" ახალი, პრემიუმ კლასის კომპლექსი SUNSET უკვე ოფიციალურად გაიხსნა. სასტუმრო კომპლექსს მენეჯმენტს ესტონური საერთაშორისო მმართველი კომპანია IPM (International Property Management) გაუწევს. 
IPM გთავაზობთ არა მხოლოდ სტანდარტულ მასპინძლობას, არამედ კომპლექსურ უძრავი ქონების მართვის სერვისებს, რომლებიც მორგებულია როგორც კერძო ბინების მფლობელებზე, ასევე ბუტიკ-სასტუმროებზე.
კომპანიის გამოცდილი და პროფესიონალი  გუნდი მომხმარებლებსა და სტუმრებს სთავაზობს უმაღლეს ხარისხს მომსახურების სფეროში. IPM-ის მისიაა მომხმარებელს მუდმივად მიაწოდოს მაღალი ხარისხის მომსახურება, იზრუნოს ინვესტიციის მომგებიან შედეგებზე და გაზარდოს ღირებულება უძრავი ქონების მფლობელებისთვის, ხოლო აპარტოტელის სტუმრების შეუქმნას კომფორტული დასვენების გამოცდილება.
აღნიშნული კომპლექსი წარმოადგენს "Aparthotels Collection by ELT"-ის ნაწილს.


მაისში „იელთ ჯგუფის“ მიერ გრანდიოზულად გაიხსნება La Quinta by Wyndham Batumi-ის სასტუმრო, რომელიც არის არამხოლოდ ერთ-ერთ პირველ La Quinta-ს ბრენდის სასტუმროს არამარტო საქართველოში, არამედ რეგიონში.
La Quinta by Wyndham  არის მსოფლიოს უმსხვილესი სასტუმრო ქსელის – Wyndham Hotel Group-ის ნაწილი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 9,300 სასტუმროს 95-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ის წარმოდგენილი იქნება „იელთი კვარტალში“ 
„იელთი კვარტალი“, ბათუმის ახალ ბულვარში, 7 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე შენდება და დაპროექტებულია საერთაშორისოდ აღიარებული არქიტექტორ-დიზაინერების მიერ "Wyndham Hotels & Resorts" -თან პარტნიორობით.
 „იელთი კვარტალი“ აერთიანებს რამდენიმე მრავალფუნქციურ კომპლექსს, რომლებიც განსხვავებული დანიშნულებითა და დიზაინით იქმნება, მაგრამ ერთიანდება საერთო ურბანული კონცეფციით.
კვარტალის შემადგენლობაში შედის:
• სანრაიზი
• ვინ რეზიდენსი
• რეინბოუ
• სანსეტი (რომელიც საზეიმოდ გაიხსნა)
• მარინა ქლაბი 3 ბლოკით
• ოპტიმა რეზიდენსი
• სტატუს ჰაუსი და ახლა პროექტი რომლის პრეზენტაციაც ძალიან მალე იგეგმება.
აღნიშნული პროექტების ნაწილი უკვე აშენებულია, ხოლო ნაწილი მშენებლობის პროცესშია.
“იელთი კვარტალში” წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო პარტნიორებად, ისეთი გამოცდილი და რეპუტაციული ბრენდები, როგორებიცაა: IPM (აიპიემი), Barceló Group, River Rock Hotels & Resorts;
ამ მასშტაბური პროექტით, კომპანია სცდება სამეზობლოს კონცეფციას და ქმნის ახალ განზომილებას კვარტლის სახით, რომელიც იდეალურად ერგება 21-ე საუკუნის აჩქარებული ქალაქის რიტმს და მის გამოწვევებს, საუკეთესო ადგილია როგორც ცხოვრებისა და დასვენებისთვის, ისე მომგებიანი ინვესტიციის განხორციელებისთვის.


 

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა