მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბათუმში „ვინტოს“ ავტომომსახურების ცენტრი „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე გაიხსნა

news image
mbc image

ბათუმში, აეროპორტის გზატკეცილი #92-ში მდებარე „ვისოლის“ ავტოგასამართ სადგურზე ავტომომსახურების  ცენტრი „ვინტო“ გაიხსნა. „ვისოლ ჯგუფი“ ავტომომსახურების სექტორში უკვე 15 წელია ოპერირებს და 2023 წლიდან „ვინტოს“ ბრენდით განაგრძობს ქსელის განვითარებას საქართველოს ყველა დიდ ქალაქში. „ვინტოს“ მომსახურების ცენტრები განთავსებულია თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ახლა უკვე ბათუმი. უახლოეს თვეებში კი „ვინტოს“ ობიექტი თელავშიც გაიხსნება.  

„მოხარული ვართ, რომ “ვინტო“ ავტომომსახურების ბაზარზე ქსელის რეგიონალურ განვითარებას აქტიურად განაგრძობს. „ვინტოს“ ექსკლუზიური თუ ყველაზე მოთხოვნადი პროდუქტების ფართო არჩევანი, ყველასათვის მისაღები ფასები და ფართო ქსელი საშუალებას გვაძლევს მომხმარებლის ნებისმიერ სეგმენტს მივწვდეთ.  დამატებით ციფრული ტრანსფორმაციის ახალ ეტაპზე გადასვლა „ვისოლის“ აპლიკაციაში ინტეგრაციითა და ი-კომერსის განვითარებით, „ვინტო“ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მომსახურების სრულიად ახალი გამოცდილება მიიღოს“, აცხადებს „ვინტოს“ აღმასრულებელი დირექტორი ნიკა ხოდელი. 

„ვინტო“ 20-ზე მეტი საერთშორისო ბრენდის პროდუქტებს წარმოადგენს საქართველოში, როგორიცაა ფრანგული „ტოტალის“ საავტომობილო ზეთები, ფინური „ნოკიანისა“ და იტალიური „პირელის“ საბურავები, პოლონური „ორლენის“ საავტომობილო ზეთები, ბულგალური წარმოშობის „ევროკრაფტის“  და ევროპული სტანდარტებით წარმოებული „ჯი-ფაუვერ პლატინის“ ბრენდის აკუმულატორები, ბერძნული „ფიბას“ სამუხრუჭე ხუნდები, „მიშელინის“ ბრენდის მინის საწმენდები და ავტომიბილის მოვლის საშუალებები და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებელი ავტომობილის მოვლის საშუალებებსა და აქსესუარებს ნებისმიერ საფასო კატეგორიაში შეარჩევს, რაც „ვინტოს“ მნიშვნელოვანი კორპორაციული უპირატესობაა ბაზარზე. 

პროფესიონალი პერსონალი, სწრაფი სერვისი, რომელიც არ საჭიროებს 20 წუთზე მეტ დროს, მომხმარებლისთვის კომფორტული მოსასვენებელი/მოსაცდელი სივრცე ყველა ფილიალში,  მოქნილი სამუშაო განრიგი, პროდუქტების ფართო არჩევანი და ავტომომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება “ვინტოსთვის“ ამბიციური განვითარების მყარ საფუძველს წარმოადგენს. „ვისოლის“ მომსახურების ცენტრებში „ვინტოს“ არსებობა კი სინერგიას ქმნის და მომხმარებელს ერთ სივრცეში მრავალფეროვანი მომსახურების მიღების შესაძლებლობას აძლევს. 

„ვინტო“ „ვისოლის“ ლოიალობის სისტემაშიცაა ჩართული და ერთგულ მომხმარებლებს საწვავზე -15, -20, -25  ფასდაკლების მიღების შესაძლებლობასთან ერთად, „ვინტოში“ ბონუს ქულების დაგროვების, ქულებით „ვინტოს“ პროდუქტების შეძენის და პროდუქტებსა თუ მომსახურებაზე -10%, -12%, -15%  ფასდაკლებით სარგებლობის საშუალებასაც აძლევს.  ი-კომერსის განვითარებას „ვინტო“ 2025 წლის ბოლომდე გეგმავს.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა