ბაზარს პროდუქციას კონკურენტულ ფასში ვაწვდით, ვგეგმავთ ბიზნესის გაფართოებას - Arte-ს დამფუძნებელი
სარეკლამო კომპანია „არტეს“ დამფუძნებელი ნინო გიგინეიშვილი Business Insider Geoorgia-თან აცხადებს, რომ კომპანიის მენეჯმენტი სტამბულიდან მნიშვნელოვანი შეთანხმებებით დაბრუნდა.
მათი ძირითადი მიზანი სტამბულში გამართულ, „ქსოვილებისა და სამოსის საერთაშორისო გამოფენაში“ მონაწილეობისას მიღებისას კომპანიებთან ახლო კონტაქტების დამყარება იყო.
„სტამბულში, ქსოვილების მწარმოებელ მსხვილ კომპანიებთან დავამყარეთ კონტაქტები და შედეგად იმპორტირებული მასალით შევძლებთ ნებისმიერი რაოდენობის პროდუქციის წარმოებას. გამოფენაში ჩვენს მონაწილეობის კიდევ ერთი დადებითი მხარე ისაა, რომ შევძლებთ ბაზარზე კონკურენტული ფასის დასმას. ამ დროისთვის ხდება ქსოვილების ტესტირება. საბოლოო ჯამში ქსოვილების ძალიან დიდი და ხარისხიანი ასორტიმენტი გვექნება“, - ამბობს „არტეს“ დამფუძნებელი.
კომპანიამ ასევე კონტაქტები დაამყარა თურქეთში ფაბრიკებთან, რაც მათ საშუალებას მისცემს, რომ უკვე შეკერილი, დამკვეთის დიზაინზე და ზომებზე მორგებული სამოსი ჩამოიტანონ.
ARTE მომხმარებლებს სრულ სამკერვალო და სარეკლამო მომსახურებას სთავაზობს.
„შესაძლოა, ჩვენი პროდუქტის ფასი მაღალი იყოს, მაგრამ ვმუშაობთ პრემიუმ ხარისხის მატერიაზე და მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქტს ვთავაზობთ. ვამზადებთ ბრენდირებულ უნიფორმებს და პრომო აქსესუარებს, როგორც კომპანიებისთვის, ისე სოლო მომხმარებლებისთვისაც, თანამედროვე ტექნოლოგიითა და უახლესი აღჭურვილობით. ჩვენი ძირითადი მიმართულება ქსოვილის დამუშავება და ბრენდირებაა“, - ამბობს ნინო გიგინეიშვილი.
კომპანია ბაზარზე ორი წელია ოპერირებს.
„ფაქტობრივად რესურსი არ გვქონდა ისე დავიწყეთ და საბოლოო ჯამში ძალიან სწრაფად განვითარდით. გასულ წელს დიდი კომპანიებისგან გვქონდა შეკვეთები, რამაც ბევრი რეკომენდატორი გაგვიჩინა. ამ დროისთვის მხოლოდ სოციალური ქსელით ვმუშაობთ და მომსახურების გასაუმჯობესებლად მიმდინარეობს ვებგვერდის აწყობა, სადაც ყველაფერი იქნება განთავსებული და მომხმარებლებთან უფრო მარტივად და ოპერატიულად შევძლებთ კონტაქტს“, - ამბობს Arte-ს დამფუძნებელი.
„არტე“ ამ დროისთვის 20 ადამიანს ასაქმებს.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.