ბაზარზე „კომბუჩა“ ახალი არომატით გამოჩნდა - „ჰენკა“
ჰენკას კომბუჩას ახალი გემო უკვე ხელმისაწვდომია, - ამის შესახებ Business Insider Georgia-ს კომპანიის დირექტორმა გიორგი ჯირკვალიძემ განუცხადა.
„ეს არის „კომბუჩას“ მე-9-ე არომატი ლაიმითა და ალუბლით, რომელიც კვირის დასაწყისიდან უკვე ხელმისაწვდომია ჰიპერმარკეტების ქსელებში“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
ამ დრომდე „ჰენკა“ „კომბუჩას“ 8 განსხვავებული არომატით აწარმოებდა, ესაა კლასიკური კომბუჩა, ვაშლი-დარიჩინი, უშაქრო -კომბუჩა, მოცვი-ლაიმი, ჟოლო- ქინძი, ჯინჯერი-ლაიმი, მარაკუია-ჯინჯერი და საბავშვო როიბუშზე დამზადებული „კომბუჩა“ მარწყვი.
ამასთან ინდუსტრიულ წარმოებაზე გადასვლის შემდეგ „ჰენკა“-ს კომმუჩას გაყიდვები რეგიონებში დაიწყო და მასზე მზარდი მოთხოვნის გამო დასავლეთ საქართველოს ათვისებაც მოახდინა. კომპანია „ჰენკა“ უახლოეს მომავალში ექსპორტსაც განიხილავს.
„ჰენკა“ ასევე აწარმოებს ალკოჰოლურ „კომბუჩა“-ს ჯინის ბაზაზე, რომელიც როგორც საცალო, ასევე ჰორეკა სექტორშიცაა წარმოდგენილი. კომბუჩა“ ჩაის ფერმენტაციით მიღებული პრობიოტიკული სასარგებლო და ჯანსაღი სასმელია და შესაბამისად მოთხოვნა მასზე მზარდია“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.
შეგახსენებთ, რომ კომპანია „ჰენკას“ ქარხანა მცხეთის რაიონ სოფელ მისაქციელში მდებარეობს. საწარმოს გადაიარაღებას 4 მლნ. ლარის ინვესტიცია დასჭირდა.
ამ დროისთვის „ჰენკას“ წარმადობა 5 000 ბოთლია საათში. „ჰენკა“ სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ხელშეწყობით გადაიარაღდა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.