მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზარზე მოთხოვნა მაღალია, ამიტომ წარმოებას ვზრდით -  Native Racha

news image
mbc image

ხორცპროდუქტების მწარმოებელი ცნობილი ბრენდი Native Racha წარმოების გაფართოების გეგმაზე მუშაობს. გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიაში ცდილობენ წარმოება და ასორტიმენტი გაზარდონ. ერთ-ერთი გამოწვევა ამ ეტაპზე ნედლეულის სიმცირეა, ამ მიმართულებითაც ასევე გააქტირებულია მუშაობა. აღნიშნულთან დაკავშირებით Native Racha -ს  დამფუძნებელი ვასილ ბაბლუანი Business Insider Georgia- თან აცხადებს.

,,წარმოებული პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მკვეთრად მატულობს, განსაკუთრებით ტურისტულ პერიოდში. ბაზარი ჩვენგან დამატებით პროდუქტს ითხოვს. იმის გამო, რომ მოთხოვნას ვერ უზრუნველვყოფთ, გადავწყვიტეთ წარმოების ზრდა, ამ ეტაპზე პროექტირებაზე ვმუშაობთ. რაც შეეხება ნედლეულს, გვაქვს ჩვენი ფერმა, რაც არასაკმარისია, ამიტომ გვიწევს შესყიდვა მოსახლეობისგან,  რა მხრივაც მოწოდება ცოტა არასტაბილურია.

ბოლო პერიოდში ,,ბლაუენშტაინის" კომპანიიდანაც ვიღებთ ნედლეულს, რამაც წარმოებაშიც მეტი სტაბილურობა შემოიტანა. მომავალ წელს ასორტიმენტს და რაოდენობასაც გავაფართოებთ ისე, რომ ხარისხის ნიშას მაქსიმალურად შევინარჩუნებთ", - აცხადებს ვასილ ბაბლუანი.

მისი ინფორმაციით, თვეში წარმოების მაჩვენებელი 2 ტონაა, ხოლო ასორტიმენტში ჯამში 25 დასახელებისაა პროდუქტია, რომელიც საქართველოში ერთადერთი უკონკურენტო, მაღალხარისხიანი, ტრადიციულად დავარგებული, ევროპული ხარისხისაა.

ცნობისთვის, კომპანია Native Georgian-მა საწარმოს მართვა, რომელიც ამბროლაურის რაიონში მდებარეობს, 2018 წლიდან გადაიბარა. კომპანიაში 50-მდე ადამიანია დასაქმებული.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა