მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკი, 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდი კორპორატიული ბანკი საქართველოში

news image
mbc image

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ს მიერ, პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი 2024 წლის ყველაზე სწრაფად მზარდ კორპორატიულ ბანკად დასახელდა, რაც აღნიშნულ ნომინაციაში ბაზისბანკის ზედიზედ მეორე საერთაშორისო აღიარებაა.

Global Finance-ის დაჯილდოებაზე საერთაშორისო წარმატება ბაზისბანკის თანმიმდევრული ზრდის, ლიდერობის და კორპორატიულ საბანკო სექტორში მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზებების მიწოდების დადასტურებაა. ბაზისბანკი 2024 წლის განმავლობაშიც დინამიურად ვითარდება და იურიდიული პირების დაკრედიტებით კვლავ მყარად იკავებს ადგილს ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში.

„ბაზისბანკი საქართველოს ფინანსურ ინდუსტრიაში კორპორატიული საბანკო გადაწყვეტების შეთავაზების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ბანკია. გამოირჩევა სტაბილური ზრდით,  კლიენტებთან ინდივიდუალური მიდგომითა  და რაციონალური მენეჯმენტით. ეს თვისებები ამყარებს ბანკის სანდოობას ბაზარზე და გამოარჩევს კონკურენტებისგან. ბანკის ფუნქციური, გუნდური ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს მომხმარებლის ინტეგრირებულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომ მის მოქნილ და ძლიერ სამუშაო პროცესში აისახება, სადაც სისწრაფე და ეფექტურობა პრიორიტეტულია.”- Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი, ვანდა რიჩი.

„ბაზისბანკისთვის განსაკუთრებით საამაყოა მსგავსი საერთაშორისო აღიარება. აღნიშნული ჯილდო ჩვენი გუნდის შრომის და ბიზნესებისთვის საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების დადასტურებაა.ჩვენ ვემსახურებით ჩვენი კლიენტების სტაბილურობისა და ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფას, ჩვენს მიერ მიწოდებული პრაქტიკული და ეფექტიანი ფინანსური გადაწყვეტების მეშვეობით. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ვიყოთ გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს და ინდივიდუალურად ემსახურება თითოეულ მომხმარებელს, რაც ხაზს უსვამს ბაზისბანკს, როგორც ბიზნესის სანდო მეგზურს ფინანსურ სტაბილურობაში.“ - ვახტანგ ვახანია, ბაზისბანკის კორპორატიული განყოფილების უფროსი.

საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა