ბაზისბანკი, 2024 წლის საუკეთესო კორპორატიული ბანკია საქართველოში
Global Banking & Finance Awards-ის პრესტიჟულ ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი 2024 წლის საუკეთესო კორპორატიულ ბანკად დასახელდა.
აღნიშნული საერთაშორისო აღიარება, საქართველოს საბანკო სექტორში, კიდევ მეტად ამყარებს ბაზისბანკის, როგორც ლიდერი და დინამიურად მზარდი ფინანსური ინსტიტუტის პოზიციას. ჯილდო ხაზს უსვამს ბაზისბანკის მიერ უმაღლესი ხარისხისა და კლიენტზე ორიენტირებული გადაწყვეტების მიწოდებას, რომლებიც ადგილობრივი ბიზნესის საჭიროებებზე მაქსიმალურად არის მორგებული.
ბაზისბანკის მიერ, 2024 წელსაც გაგრძელდა სტრატეგიული მიზნებისკენ თანმიმდევრული სვლა, კიდევ მეტად გაფართოვდა კორპორატიული ბიზნეს სექტორის ზრდის მხარდაჭერა და ბიზნესის დაკრედიტებით კვლავ მყარად პოზიციონირებს ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში.
„ბაზისბანკის ერთ-ერთ სტრატეგიულ მიმართულებას კორპორატიული მომხმარებლების ინდივიდუალური საჭიროებების მიგნება, ინოვაციური და მათზე მორგებული ფინანსური სერვისების შეთავაზება წარმოადგენს, რაც თავის მხრივ მხარს უჭერს ბიზნესის მდგრად განვითარებას. ბანკის ფუნქციური, გუნდური ორგანიზაციული სტრუქტურა ხაზს უსვამს მომხმარებლის ინტეგრირებულ გამოცდილებას, რომელიც შემდგომ მის მოქნილ და ძლიერ სამუშაო პროცესში აისახება, სადაც სისწრაფე და ეფექტიანობა პრიორიტეტულია. ბაზისბანკი ყოველწლიურად მნიშვნელოვან ნაბიჯებს დგამს და კორპორატიულ საბანკო სფეროში იმყარებს ლიდერის პოზიციებს, აღნიშნული ზრდა კი უზრუნველყოფს ბანკის მხრიდან ბიზნესის მზარდი საჭიროებების დაკმაყოფილებას, მათზე მორგებული პროდუქტებისა და სერვისების დანერგვით. - Global Banking & Finance Review-ის რედაქტორი ვანდა რიჩი.
„ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით საამაყოა Global Banking & Finance Awards-ის საერთაშორისო აღიარება, როგორც წლის საუკეთესო კორპორატიული ბანკი. აღნიშნული ჯილდო, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული საუკეთესო პროდუქტებისა და სერვისების მიწოდების უზრუნველყოფის კიდევ ერთი დადასტურებაა. მხარს ვუჭერთ ჩვენი კლიენტების ფინანსურ სტაბილურობასა და კეთილდღეობას, ჩვენს მიერ მიწოდებული პრაქტიკული და ეფექტიანი ფინანსური გადაწყვეტების მეშვეობით. საბანკო სფეროში წარმატებული მოღვაწეობის 30 წლიანი ისტორიით, ჩვენს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება, ვიყოთ გრძელვადიანი პარტნიორი, რომელიც ზრუნავს და ინდივიდუალურად ემსახურება თითოეულ მომხმარებელს. ჩვენს ერთ-ერთ უპირატესობას ლოიალური, გრძელვადიანი ბიზნეს პარტნიორები წარმოადგენენ, რომელთა დიდი ნაწილი წლების განმავლობაში ჩვენი მხარდაჭერით ვითარდება.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.
საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.
სხვა სიახლეები
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება - „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი
14.09.2026.18:22
„გალტ & თაგარტი“ საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც მომხმარებლებს საინვესტიციო-საბანკო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს და ქვეყნის კაპიტალის ბაზრის განვითარებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. კომპანია საქმიანობას როგორც კორპორაციული და საინვესტიციო საბანკო მიმართულებით, ისე საბროკერო მომსახურების, აქტივების მართვისა და კაპიტალის ბაზრის სხვა სეგმენტების მიმართულებით ახორციელებს.
2026 წლის პირველი ექვსი თვე „გალტ & თაგარტისთვის“ მნიშვნელოვანი შედეგებითა და ახალი შესაძლებლობებით გამოირჩეოდა. ამ პერიოდში კომპანიის საქმიანობაში გამოიკვეთა როგორც ბიზნესის სხვადასხვა მიმართულების გაძლიერება, ისე საინვესტიციო და კაპიტალის ბაზრის პროდუქტების განვითარების ახალი შესაძლებლობები.
Business Insider Georgia-სთან „გალტ & თაგარტის“ კვლევების დეპარტამენტის დირექტორი, ევა ბოჭორიშვილი, 2026 წლის პირველი ექვსი თვის შედეგებზე, კომპანიის მთავარ მიღწევებზე, მიმდინარე პროექტებსა და წლის მეორე ნახევრის პრიორიტეტებზე საუბრობს.
როგორ შეაფასებდით გალტ & თაგარტის 2026 წლის პირველ 6 თვეს - რა არის ის მთავარი შედეგები და მიღწევები, რომლითაც ამ პერიოდს გამოარჩევდით?
კვლევებში 2026 წლის პირველი ნახევარს ორი მიმართულებით გამოვყოფდი: მაკრო/სექტორული კვლევების გაღრმავება და გეოგრაფიული გაფართოება.
ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტმა ბიზნესის მხრიდან მოთხოვნა მკვეთრად გაზარდა ეკონომიკური გარემოს შეფასებაზე, ამიტომ ჩვენი მაკროეკონომიკური კვლევები ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიური იყო. პარალელურად, ბაზარს ვაწვდიდით აქტუალურ ინფორმაციას უძრავი ქონების, ტურიზმის, ენერგეტიკისა და სხვა სექტორების შესახებ.
აქტიური 6 თვე იყო კონფერენციების ორგანიზების კუთხითაც, რა დროსაც, თემების შერჩევისას, ერთი მნიშვნელოვანი კრიტერიუმით ვხელმძღვანელობდით: სად არის ბაზარზე ანალიტიკური ინფორმაციის ყველაზე დიდი დეფიციტი და ინტერესი ერთდროულად. ამ პრინციპით ჩავატარეთ კონფერენციები და დავფარეთ სოფლის მეურნეობა (სადაც შევქმენით სოფლის მეურნეობის განვითარების ინდექსი - პირველი ამგვარი ინსტრუმენტი ბაზარზე), ელექტრონული კომერცია, კომერციული უძრავი ქონება და საწყობებისა და ლოგისტიკის სექტორი.
ცალკე აღვნიშნავდი საქართველოს რეგიონების პოტენციალის შესწავლას, რასაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ: წლებია, ტრადიციულად ვიკვლევთ აჭარის ეკონომიკას, ხოლო წელს ეს ფოკუსი გავაფართოვეთ იმერეთსა და სამეგრელოზეც და ამ რეგიონების ბიზნესის წარმომადგენლებისთვის კონფერენცია ჩავატარეთ.
გეოგრაფიულ გაფართოებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯი კი უზბეკეთის ეკონომიკაზე გამოქვეყნებული პირველი ღრმა ანალიზია - ქვეყანაზე, რომელიც რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დინამიკურად ვითარდება, მაგრამ აქამდე სისტემურ კვლევით დაფარვას მოკლებული იყო. ეს ნაბიჯი გალტ & თაგარტს კავკასია-ცენტრალური აზიის რეგიონში წამყვან საინვესტიციო ბანკად და ინსტიტუციური თუ კერძო ინვესტორების საიმედო პარტნიორად ამკვიდრებს. ჩვენ მომავალში დაფარვას რეგიონის სხვა ქვეყნებზეც გავავრცელებთ.
რაც მთავარია, ჩვენს საქმიანობას მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარებებიც მოჰყვა: 2026 წელს Euromoney-მ გალტ & თაგარტი საქართველოში საუკეთესო კვლევით კომპანიად დაასახელა, ხოლო Global Finance-მა - წლის საუკეთესო საინვესტიციო ბანკად.
რა იქნება თქვენი მთავარი ფოკუსი წლის დარჩენილ პერიოდში?
მნიშვნელოვანი პრიორიტეტი იქნება კვლევითი მიმართულების გაძლიერება. გვინდა, რომ ჩვენი კვლევები კიდევ უფრო მეტად პასუხობდეს ბაზრის რეალურ საჭიროებებს - როგორც სექტორების, ისე რეგიონებისა და ქვეყნების ჭრილში. ამ მიმართულებით გავაგრძელებთ საქართველოს რეგიონების ეკონომიკური პოტენციალის შესწავლას და რეგიონულ კვლევით დაფარვას.
ამასთან, წლის დარჩენილ პერიოდში განსაკუთრებულ ყურადღებას დავუთმობთ ინვესტორებთან და ბიზნესთან დიალოგის გაღრმავებას — კონფერენციების, კვლევების და სხვა პლატფორმების საშუალებით. ჩვენი მიზანია, გალტ & თაგარტმა კიდევ უფრო განამტკიცოს საიმედო პარტნიორის როლი, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გადაწყვეტილებების მისაღებად საჭირო ცოდნას, ანალიტიკას და შესაძლებლობებს უზიარებს.
საბოლოო ჯამში, წლის მეორე ნახევარში ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველი ნახევრის დინამიკის შენარჩუნება და მიღწეული შედეგების საფუძველზე, გალტ & თაგარტის პოზიციის კიდევ უფრო გამყარება როგორც საქართველოში, ისე რეგიონში.
როგორია თქვენი მუშაობა ახალი კვლევითი/ანალიტიკური პროდუქტების განვითარების მიმართულებით? ხომ არ გეგმავთ სექტორული დაფარვის გაფართოებას?
ბაზრის მოთხოვნა ხარისხობრივად შეიცვალა: წლების წინ ბიზნესს სტატისტიკური მონაცემები აინტერესებდა, ბოლო წლებში კი - კონკრეტული, დასაბუთებული რეკომენდაცია სჭირდება. ეს ცვლილება ჩვენი განვითარების მთავარი მამოძრავებელია: ორი მიმართულებით ვმუშაობთ - არსებული სექტორული კვლევების სიღრმის გაზრდისა და ზრდის პოტენციალის მქონე ახალი სექტორების იდენტიფიცირება და ანალიტიკური დაფარვის კუთხით.
გეოგრაფიული გაფართოება ამ სტრატეგიის ბუნებრივი გაგრძელებაა. უზბეკეთის ეკონომიკის კვლევით, პირველი ნაბიჯი უკვე გადავდგით და ამავე მოდელით რეგიონის სხვა ქვეყნების დაფარვასაც დავიწყებთ.