მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7165.4
-0.0065
flag
AZN 1.544
-0.0001
flag
CNY 38.846
-0.002
flag
EUR 3.0219
-0.002
flag
GBP 3.5284
-0.0039
flag
KZT 55.56
0.0026
flag
TRY 0.0552
0
flag
USD 2.6239
-0.001
news banner

ბაზისბანკი 2026 წლის 6 თვის ფინანსური შედეგებით მომგებიანი ბანკების სამეულშია

news image
mbc image

ბაზისბანკი განაგრძობს ქართულ საფინანსო ბაზარზე მდგრად განვითარებას და პოზიციების თანმიმდევრულ განმტკიცებას ყველა საკვანძო სეგმენტში და 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგების მიხედვით, მომგებიანი ბანკების სამეულშია.
ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლები ციფრებში:
• მთლიანი აქტივები 6.2 მილიარდი ლარი, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 43%.
• მთლიანი საკრედიტო პორტფელი 3.7 მილიარდი ლარი, ზრდა 22%.
• მთლიანი დეპოზიტების პორტფელი 4 მილიარდი ლარი, ზრდა 40%.
• წმინდა მოგება 74 მილიონი ლარი, ზრდა 44%.
ბაზისბანკი კვლავ ქართული ბიზნესის ერთ-ერთ მთავარი მხარდამჭერია და სტაბილურად იკავებს ადგილს უმსხვილესი ბანკების სამეულში. წელს, ბაზისბანკის მიერ ბიზნესის დაფინანსების ტემპი კიდევ უფრო გაიზარდა და იურიდიული პირების პორტფელის ზრდამ 28%, 2.8 მილიარდი ლარი, ხოლო იურიდიული პირების დეპოზიტების მოცულობამ 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა.
2026 წლის 6 თვის მონაცემებით, საცალო სესხების მოცულობამ 942 მილიონი ლარი, ხოლო საცალო დეპოზიტების მოცულობამ 1.7 მილიარდი ლარი შეადგინა.
ბაზისბანკის ჯგუფში შემავალი ბბ ლიზინგისა და ბბ დაზღვევის 2026 წლის პირველი ნახევრის მონაცემებით - ბბ ლიზინგის პორტფელმა 48 მილიონი ლარი შეადგინა, პორტფელის ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8%-ა. ბბ დაზღვევის მიერ 2026 წლის 6 თვეში მოზიდულმა პრემიამ 9.5 მილიონი ლარი შეადგინა.
2026 წლის 30 ივნისის მდგომარეობით, უკუგებამ მთლიან აქტივებზე (ROA) 2.51% შეადგინა, ხოლო უკუგებამ საკუთარ კაპიტალზე (ROE) 14.05%.
„ბაზისბანკის 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური შედეგები ნათლად აჩვენებს, რომ ბანკი სწორი სტრატეგიითა და მზარდი ტემპით ვითარდება. მომგებიანი ბანკების სამეულში მოხვედრა ჩვენი გუნდის შრომისა და პარტნიორების ურყევი ნდობის შედეგია. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ბანკის მდგრადობას, მომხმარებელთა სანდოობის მაღალ ხარისხს და ბაზისბანკის, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი მთავარი ფინანსური საყრდენის, პოზიციას.
ბაზისბანკის მიერ ლიბერთი ბანკის შეძენა 2026 წლის უმსხვილესი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ტრანზაქციაა, რომელმაც სრულიად ახალი მასშტაბი და შესაძლებლობები შესძინა ბაზისბანკის ჯგუფს. ჩვენ ვაგრძელებთ მდგრად განვითარებას და როგორც ბიზნესის, ისე საცალო სექტორის მხარდაჭერას, რათა მომხმარებელს საუკეთესო საბანკო გამოცდილება შევუქმნათ და მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანოთ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში.“ - ბაზისბანკის და ლიბერთის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
2026 წლის აპრილში ბაზისბანკმა ლიბერთის აქციების 95.99% შეიძინა. ლიბერთი საქართველოს მასშტაბით ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს. 2026 წლის პირველი ნახევრის ფინანსური მონაცემებით ბანკის აქტივები 6.3 მილიარდ ლარს შეადგენს, მთლიანი საკრედიტო პორტფელი 4.6 მილიარდი ლარია, ხოლო დეპოზიტების პორტფელი 5 მილიარდი ლარი. 2026 წლის 6 თვის წმინდა მოგება 52.8 მილიონი ლარია.

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჰეკატეს ბაღი - ახალი კონცეპტუალური სივრცე შეკვეთილში

05.08.2026.12:14

შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში, ახალი კონცეპტუალური სივრცე - „ჰეკატეს ბაღი“ გაიხსნა. ეს არის ადგილი, სადაც ბაღი, გასტრონომია, მცენარეთა კულტურა და დიზაინი ერთიან გამოცდილებად იქცევა.

„ჰეკატეს ბაღი“ შექმნილია იმ იდეით, რომ ბუნებასთან ურთიერთობა მხოლოდ დასვენება კი არა, ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდეს. სივრცის კონცეფცია აერთიანებს ცოცხალ სათბურს, მცენარეებით შთაგონებულ სამზარეულოს, სპეციალურად პროექტისთვის შექმნილ სასმელებს, ჩაის კოლექციას, არომატულ პროდუქტებსა და სხვადასხვა შემეცნებით აქტივობას.

პროექტის მიზანია შეკვეთილს კიდევ ერთი განსხვავებული, საინტერესო დანიშნულების ადგილი შესძინოს - „ჰეკატეს ბაღი“ უკვე მასპინძლობს პირველ სტუმრებს, ხოლო უახლოეს პერიოდში სივრცეში გაიმართება საგანმანათლებლო ვორქშოფები
სივრცის კონცეფცია ჰეკატესა და მედეას მითოლოგიურ სამყაროს ეხმიანება. ბაღში მოწყობილია მედეას კუთხე, სადაც წარმოდგენილია მცენარეები და ისტორიები, რომლებიც ქართულ მითოლოგიურ მემკვიდრეობასთან ასოცირდება. ამგვარად, „ჰეკატეს ბაღი“ მითოლოგიას თანამედროვე ინტერპრეტაციით აცოცხლებს და კულტურულ ნარატივს ბუნებასა და გასტრონომიასთან აკავშირებს.

პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილია სათბური, სადაც სხვადასხვა სახეობის დეკორატიული მცენარეები იზრდება. „ჰეკატეს ბაღის“ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დაათვალიერონ სათბური, გაეცნონ მცენარეების მრავალფეროვნებას და სურვილის შემთხვევაში შეიძინონ მათთვის სასურველი ნერგებიც. ამგვარად, სივრცეში მიღებული გამოცდილება მხოლოდ ვიზიტით არ სრულდება - სტუმრებს ბაღის ნაწილი საკუთარ სახლშიც მიაქვთ.
ჰეკატეს ბაღში სტუმრობა, მსურველებს ყოველდღე, 14:00-00:00 საათებში შეუძლიათ.

კომპანია “სთარინგ ჯორჯიას” პროექტები ხორციელდება საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა