ბაზისბანკი ADB-ის დაჯილდოებაზე „მცირე და საშუალო ბიზნესის წლის საუკეთესო გარიგების“ გამარჯვებულია
აზიის განვითარების ბანკის (ADB) ყოველწლიური ღონისძიების – ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, ბაზისბანკს „მცირე და საშუალო ბიზნესის წლის საუკეთესო გარიგების“ ჯილდო გადაეცა (Best SME Deal of the Year).
აღნიშნული აღიარება ხაზს უსვამს ბაზისბანკის მტკიცე მხარდაჭერას მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართ, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ბანკი აქტიურად უჭერს მხარს სექტორის წინსვლას ინოვაციური ფინანსური პროდუქტებითა და ვაჭრობის დაფინანსების ხელმისაწვდომობით.
მცირე და საშუალო ბიზნესის წლის საუკეთესო გარიგების ჯილდოს მიღება ადასტურებს ბაზისბანკის ინოვაციურ და პასუხისმგებლიან დაფინანსების სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ბიზნესის გაძლიერებას და მათთვის ახალი შესაძლებლობების შექმნას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
„ჩვენთვის დიდი პატივია ADB-სგან ამ მნიშვნელოვანი ჯილდოს მიღება, რაც ადასტურებს ჩვენს მუდმივ ძალისხმევას, გვერდით დავუდგეთ მცირე და საშუალო ბიზნესს საქართველოში და დავეხმაროთ მათ განვითარებასა და კონკურენტუნარიანობის ზრდაში გლობალურ ბაზრებზე.. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ADB-ს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის, რომელიც მნიშვნელოვან საყრდენს წარმოადგენს ჩვენი ბიზნესების გაძლიერების მიმართულებით. ღონისძიებაზე მიღებული აღიარება მოტივაციას გვაძლევს, კიდევ მეტად გავზარდოთ ფინანსური ხელმისაწვდომობა და ხელი შევუწყოთ ბიზნესების წარმატებას როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ასპარეზზე.“ - განაცხადა ბაზისბანკის გენერალურმა დირექტორმა, დავით ცაავამ.
ADB-ს ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაფინანსების პროგრამა ყოველწლიურად აჯილდოებს პარტნიორ ბანკებს, რომელთაც ვაჭრობის დაფინანსების კუთხით მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ რეგიონული და საერთაშორისო ეკონომიკური განვითარების პროცესში.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.