ბაზისბანკი BARTA 2025 დაჯილდოების გამარჯვებულია
2025 წლის “საუკეთესო წლიური ანგარიშისა და გამჭვირვალობის ჯილდო” BARTA-ს დაჯილდოების მეშვიდე ცერემონიაზე გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოვლინდნენ.
მსხვილი საფინანსო კომპანიების კატეგორიაში, ნომინაციაში “წლის საპატიო ჯილდო”, გამარჯვება ბაზისბანკმა მოიპოვა, რაც, BARTA-ს დაჯილდოების ფარგლებში, ბაზისბანკისთვის ზედიზედ მეორე გამარჯვებაა.
აღნიშნული ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბაზისბანკი ორიენტირებულია კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ხაზს უსვამს ბანკის ანგარიშების გამჭვირვალობასა და მდგრადობის მაღალ ხარისხს.
„ბაზისბანკმა, მსხვილ საფინანსო კომპანიებს შორის, წლის საუკეთესო ანგარიშგებისა და გამჭვირვალობის მიმართულებით მოიპოვა გამარჯვება. ბარტას ფარგლებში წელს ჯილდო მეორედ მივიღეთ, გასულ წელს გავიმარჯვეთ, როგორც საუკეთესო დებიუტანტი მსხვილი საფინანსო კომპანია. აღნიშნული ჯილდოს მიღება ჩვენთვის დიდი პატივია, ვინაიდან ნებისმიერი საფინანსო ინსტიტუტისთვის გამჭვირვალობა არის და უნდა იყოს ის ქვაკუთხედი, რომელზეც დაფუძნებულია თითოეული კომპანიის განვითარება. შესაბამისად, საამაყოა, რომ სწორედ ბაზისბანკი გახდა გამარჯვებული აღნიშნულ ნომინაციაში.“- აღნიშნავს ბაზისბანკის გენერალური დირექტორი, დავით ცაავა.
BARTA-ს დაჯილდოება მიზნად ისახავს კომპანიების წახალისებას საუკეთესო პრაქტიკების დანერგვის მიმართულებით, რასაც შედეგად უფრო გამჭვირვალე და კონკურენტული ბიზნესგარემოს შექმნა მოჰყვება.
ღონისძიების ორგანიზატორია BARTA-ს კომიტეტი, რომელიც საქართველოს ეროვნული ბანკის (NBG), სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის (ISSSG), ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) და ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის დაინტერესებულ მხარეთა ფონდის (RSF) წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული. ღონისძიების მხარდამჭერები არიან მსოფლიო ბანკი და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია.
სხვა სიახლეები
რომელ პროფესიულ აკადემიებში შეგიძლია ისწავლო ხელოვნური ინტელექტი საქართველოს ბანკის სტიპენდიით?
05.11.2026.14:39
ხელოვნური ინტელექტი სულ უფრო აქტიურად ცვლის სამუშაო პროცესებს და ქმნის ახალ შესაძლებლობებს სხვადასხვა პროფესიისთვის. მისი სწორად მოხმარების ცოდნა კი მნიშვნელოვანი უნარია როგორც ტექნოლოგიურ, ისე სხვა სფეროებში დასაქმებული ადამიანებისთვის.
სწორედ ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მიზნით, საქართველოს ბანკი, Mastercard-თან და გაეროს ქალთა ორგანიზაციასთან (UN Women) თანამშრომლობით, გოგოებისა და ქალებისთვის AI სასტიპენდიო პროგრამას ახორციელებს. ინიციატივის ფარგლებში, დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, პარტნიორ პროფესიულ აკადემიებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით მათთვის საინტერესო კურსზე 100%-იანი დაფინანსებით ისწავლონ.
რომელ აკადემიებში შეგიძლია შეისწავლო ხელოვნური ინტელექტი?
პროგრამის ფარგლებში, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ მათთვის საინტერესო კურსი 6 პარტნიორი აკადემიიდან:
• Smart Academy - ხელოვნური ინტელექტი პრაქტიკაში;
• Tbilisi School of Communication - ხელოვნური ინტელექტის საფუძვლები, AI Agents & Automations, AI ბიზნესის განვითარებაში;
• Academy of Digital Industry - ხელოვნური ინტელექტის პრაქტიკული კურსი, AI ChatBots;
• AgileSchool - AI Automation;
• Skillwill - ხელოვნური ინტელექტი საოფისე სამუშაოსთვის;
• ScaleUp - ხელოვნური ინტელექტი და მონაცემთა მეცნიერება;
• IT აკადემია STEP - AI ინჟინერია Python;
• დიზაინ ინსტიტუტი - სამუშაო პროცესების დიზაინი AI-ს გამოყენებით;
• ელექტრონული აკადემია - ხელოვნური ინტელექტი AI.
კურსები მოიცავს როგორც ხელოვნური ინტელექტის საფუძვლებს, ისე მის პრაქტიკულ გამოყენებას, ავტომატიზაციას, მონაცემთა მეცნიერებასა და ბიზნესპროცესებში AI ინსტრუმენტების ინტეგრაციას.
როგორ შეგიძლია მიიღო AI სტიპენდია?
პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ გოგოსა და ქალს, რომელსაც ხელოვნური ინტელექტის შესწავლა და ამ მიმართულებით ცოდნის გაღრმავება სურს.
სტიპენდიატების შერჩევა რამდენიმე ეტაპს მოიცავს:
1. ელექტრონული განაცხადის შევსება და სამოტივაციო წერილის წარდგენა;
2. აპლიკაციების გადარჩევა;
3. შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება.
შერჩევის კრიტერიუმებს თითოეული აკადემია ინდივიდუალურად განსაზღვრავს.
AI სასტიპენდიო პროგრამაზე განაცხადების მიღება 25 ნოემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
პარტნიორი აკადემიების, სასწავლო კურსების, შერჩევის კრიტერიუმებისა და განაცხადის შევსების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებგვერდს.
აღმოაჩინე საქართველოს ბანკის მიერ შექმნილი განათლების შესაძლებლობები ვებგვერდზე.
საქართველოს ბანკი - განათლების მთავარი მხარდამჭერი.