ბაზისბანკი | ბარტას გამარჯვებული ნომინაციაში საუკეთესო დებიუტანტი კომპანია
საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭვირვალობის ჯილდო BARTA 2024-ის რიგით მეექვსე ცერემონია გაიმართა. ღონისძიებაში მსოფლიო ბანკმა საუკეთესო წლიური ანგარიშის და გამჭირვალობის ჯილდოს გაცემის ცერემონიაზე გამორჩეული კორპორაციული ანგარიშგების და გამჭვირვალობის პრაქტიკის მქონე კომპანიები გამოავლინა.
„საპატიო ჯილდო საუკეთესო დებიუტანტი კომპანიისთვის“ ნომინაციაში გამარჯვებული ბაზისბანკი გახდა.
ეს ჯილდო კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კომპანია ორიენტირებულია კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტის გაუმჯობესებაზე ინვესტორთა ნდობის მოსაპოვებლად, როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე და ხაზს უსვამს ბაზისბანკის ანგარიშების გამჭვირვალობასა და მდგრადობის მაღალ ხარისხს.
BARTA ევროკავშირის და მსოფლიო ბანკის ფინანსური ჩართულობის და ანგარიშვალდებულებისერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს ბუღალტრული აღრიცხვის, აუდიტის და ანგარიშგებისრეფორმების მხარდაჭერის ეროვნულ ფონდთან პარტნიორობით შეიქმნა. ჯილდო მიზნად ისახავს, წაახალისოს ახალი ანგარიშგების რეგულაციების დაცვა, ხელი შეუწყოს ჯანსაღ კონკურენციას კომპანიებსშორის და გააუმჯობესოს კორპორაციული ანგარიშგების საერთო სტანდარტი ინვესტორების ნდობისგასამყარებლად როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო დონეზე.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.