ბაზისბანკი მარჯანიშვილის თეატრის 96_ე სეზონის გენერალური სპონსორია
ბაზისბანკი უკვე მესამე წელია კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრისგენერალური სპონსორია და აღნიშნული პარტნიორობა თეატრის 96_ე სეზონზეც აქტიურად გაგრძელდება.
ბაზისბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობის პერიოდში, მარჯანიშვილის თეატრს დაგეგმილი აქვს რამდენიმე პრემიერა. ახლო მომავალში გაიმართება რეჟისორ ციცინო კობიაშვილის სპექტაკლის „უცნაური მისის სევიჯის„ საპრემიერო ჩვენება. უცნაური მისის სევიჯი“ ლირიული კომედიაა, რომელიც მსოფლიოს მრავალ სცენაზე დაიდგა. მარჯანიშვილის თეატრი ამ პიესის მოტივებზე აგებულ სპექტაკლს შესთავაზებს მაყურებელს. მარჯანიშვილის თეატრს, წლის განმავლობაში, ასევე დაგეგმილი აქვს რამდენიმე რეგიონალური და საერთაშორისო გასტროლი.
‘’მარჯანიშვილის თეატრი აქტიურად განაგრძობს პროექტების და სპექტაკლების დაგეგმვა-განხორციელებას.სეზონის დასრულებამდე იგეგმება ორი პრემიერა, კერძოდ, ქართველი რეჟისორის, ციცინო კობიაშვილისა და ამერიკელი რეჟისორის, ადრიან გიურგეას ჩვენებები. უნდა აღინიშნოს, რომ ზემოთ ნახსენები სპექტაკლებიკულტურის სამინისტროსა და ‘ბაზისბანკის’ მხარდაჭერით განხორციელდება. მარჯანიშვილის თეატრის შემოქმედებითი კოლექტივი მადლობას უხდის ბაზისბანკს თანამშრომლობისთვის. აქვე აღვნიშნავთ, რომ ეს პარტნიორობა უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ქართული თეატრის განვითარებისთვის.“ - მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, თინათინ კალატოზიშვილი.
„ბაზისბანკი, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ფინანსური ინსტიტუტი, ქართული კულტურის ატიური მხარდამჭერია. მოხარულები ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრთან კვლავ ვაგრძელებთთანამშრომლობას და ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა მეტად განვითარების შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. აღნიშნული თანამშრომლობით კი ჩვენი წვლილი შეგვაქვს საქმეში, რომელიც, დარწმუნებული ვარ, წარმატების მომტანი იქნება მარჯანიშვილის თეატრისთვის და ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს.“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.