მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7159.9
-0.0141
flag
AZN 1.5447
-0.0006
flag
CNY 38.896
0.002
flag
EUR 3.0206
0.0047
flag
GBP 3.5308
0.0106
flag
KZT 55.41
0.0009
flag
TRY 0.0553
-0.0001
flag
USD 2.6259
-0.0007
news banner

ბაზისბანკი, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი საუკეთესო ბანკი საქართველოში - Global Banking & Finance Awards-ის ზედიზედ მეორე აღიარება

news image
mbc image

გავლენიანი საერთაშორისო ფინანსური გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ყოველწლიურ დაჯილდოებაზე, ბაზისბანკი ზედიზედ მეორედ, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად დასახელდა.

Global Banking & Finance Awards 2024-ზე ბაზისბანკის საერთაშორისო აღიარება, ქვეყნის მასშტაბით ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ბანკის ძლიერი სტრატეგიიდან გამომდინარეობს და საქართველოს მასშტაბით მცირე და საშუალო ზომის ბიზნესების ზრდისა და განვითარების იდეისადმი ბანკის ურყევ ერთგულებას ადასტურებს.

ბაზისბანკი ყოველწლიურად აძლიერებს მცირე და საშუალო ბიზნესის საიმედო პარტნიორის რეპუტაციას, მომხმარებელს მათზე მორგებულ ფინანსურ გადაწყვეტებს და საუკეთესო საბანკო გამოცდილებას სთავაზობს. 2024 წელსაც დინამიურად გაგრძელდა ბაზისბანკის განვითარება და ბიზნესის დაკრედიტების მიხედვით ქვეყნის უმსხვილესი ბანკების სამეულში კვლავ მყარად იკავებს პოზიციას.

„ბაზისბანკი, ქვეყნის ფინანსურ ინდუსტრიაში, მცირე და საშუალო საწარმოების ზრდის ერთ-ერთი უმსხვილესი მხარდამჭერი ფინანსური ინსტიტუტია. ბაზისბანკის მიერ ბიზნესებისთვის შეთავაზებული უწყვეტი და წარმატებული მხარდაჭერა იმ სპეციფიკური გამოწვევების ღრმა ცოდნას გამოხატავს, რომელთა წინაშეც  მცირე და საშუალო ბიზნესი დგას. ბაზისბანკმა, მცირე და საშუალო ზომის ბიზნესებზე მორგებული ფინანსური გადაწყვეტებით 2024 წელს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა წინ. აღნიშნული ჯილდო ბანკის ინოვაციური მიდგომის, კლიენტზე ორიენტირებული სტრატეგიისა და მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში თანმიმდევრული მუშაობის დადასტურებაა.“ - Global Banking & Finance Review-ს რედაქტორი, ვანდა რიჩი.

„ჩვენთვის განსაკუთრებით საამაყოა, ბაზისბანკის, მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერ საუკეთესო ბანკად, საერთაშორისო გამოცემა Global Banking & Finance Review-ის მიერ ზედიზედ მეორედ დასახელება. მუდმივად ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებული 30-წლიანი ისტორიით, ჩვენს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს ბიზნესებისთვის მათ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული ფინანსური მომსახურების სრული სპექტრის შეთავაზება, რომლებიც დამყარებულია თითოეულ მომხმარებელთან ინდივიდუალურ მიდგომაზე და მხარს უჭერს ბანკსა და ბიზნესს შორის გრძელვადიან წარმატებულ პარტნიორობას. აღნიშნული საერთაშორისო აღიარება ბაზისბანკის პროფესიონალთა გუნდის თანმიმდევრული შრომისა და ბიზნესისთვის პრაქტიკული და რაციონალური გადაწყვეტების შეთავაზების მორიგი დადასტურებაა.“ - ბაზისბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის განყოფილების უფროსი, არჩილ ჩაჩხიანი.

 

საერთაშორისო რეიტინგული გამოცემა Global Banking & Finance Review-ის ჯილდოები მსოფლიოს მასშტაბით ყოველწლიურად გადაეცემათ საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის კონკრეტულ სფეროებში გამორჩეულ კომპანიებს საუკეთესო შედეგების, სტრატეგიული მიღწევებისა და დანერგილი ინოვაციების შესაბამისად. Global Finance მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩევა და ნდობით სარგებლობს ფინანსურ წრეებში.

 

news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება

31.07.2026.19:31

საქართველოს ბანკი, როგორც განათლებისა და ახალგაზრდების განვითარების მთავარი მხარდამჭერი, ფოთის საჭადრაკო კლუბის პარტნიორია.

ფოთის საჭადრაკო კლუბის ორგანიზებით, საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალის ფინალური ეტაპი გაიმართა, რომელშიც 530-მდე მოჭადრაკემ მიიღო მონაწილეობა, მათ შორის 300-ზე მეტი ქართველი იყო. ტურნირის ფარგლებში 22-მა ქართველმა მოჭადრაკემ 25 გამარჯვება მოიპოვა.

ფოთის საჭადრაკო კლუბისა და ბანკის პარტნიორობის ფარგლებში, საქართველოს ბანკი ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერია.

ინფორმაციისთვის, ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ქალაქის ყოველწლიური საერთაშორისო საჭადრაკო ღონისძიებაა, რომელიც ფოთის საჭადრაკო კლუბის და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით იმართება. წელს ფოთი ფესტივალს უკვე მეცხრამეტედ მასპინძლობს.

ფესტივალის პროგრამის ფარგლებში 25-მდე სხვადასხვა ტურნირი ჩატარდა. მონაწილეებმა სხვადასხვა სარეიტინგო და ასაკობრივ კატეგორიაში: A, B, C, D და E Open-ებსა და ბავშვთა ტურნირებში იასპარეზეს. ძირითადი შეჯიბრებები 9 ტურად, შვეიცარიული სისტემით გაიმართა, მიღებული შედეგები კი საერთაშორისო რეიტინგში აისახა. თითოეულ ტურნირში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული მოჭადრაკეები დაჯილდოვდნენ.

ფესტივალი შესაძლებლობას აძლევს როგორც გამოცდილ მოთამაშეებს, ისე ახალგაზრდა მოჭადრაკეებს, საერთაშორისო გარემოში გამოცადონ საკუთარი შესაძლებლობები, დააგროვონ გამოცდილება და გადადგან შემდეგი ნაბიჯები პროფესიული განვითარების გზაზე.

შეგახსენებთ, რომ ფოთის საჭადრაკო კლუბი 1948 წელს გაიხსნა, სადაც ახალგაზრდებს ჭადრაკის სიღრმისეულად შესწავლის შესაძლებლობა მიეცათ.

დღეს საქართველოს ბანკი კლუბის მთავარი მხარდამჭერია და პარტნიორობის ფარგლებში ხელს უწყობს ახალი თაობის მოჭადრაკეების განვითარებას. ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოთამაშეების მხარდაჭერა კი ამ პარტნიორობის კიდევ ერთი გაგრძელებაა.

აღსანიშნავია, რომ ფოთის საერთაშორისო საჭადრაკო ფესტივალი ფოთში დაბადებული ქართველი მოჭადრაკის, ქალთა მსოფლიო ჩემპიონობის ორგზის პრეტენდენტის და ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი გამორჩეული წარმომადგენლის - ნანა ალექსანდრიას სახელს ატარებს. ყოველწლიურად კი ფესტივალი ასობით მონაწილეს მასპინძლობს.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა