ბაზისბანკი | საგრანტო პროგრამა სათბურების მოსაწყობად
ბაზისბანკი, სოფლის განვითარების სააგენტოსთან ერთად, სასათბურე მეურნეობის მოწყობისა და განვითარებით დაინტერესებულ პირებს საგრანტო პროგრამის - “ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ ფარგლებში, დაფინანსების ახალ შესაძლებლობას სთავაზობს.
„ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ სახელმწიფო პროგრამის მიზანია, ქვეყნის მასშტაბით ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების წარმოების ხელშეწყობა, თანამედროვე კლიმატგონივრული ტექნოლოგიების დანერგვის გზით.
პროგრამის ამოცანას წარმოადგენს, ახალი სასათბურე მეურნეობების მოსაწყობად საჭირო ფინანსებზე ხელმისაწვდომობით, სათბურში წარმოებული პროდუქციის მოცულობის გაზრდა, მათ შორის არასეზონურ პერიოდში.
პროგრამის ფარგლებში გასაცემი სესხის ოდენობა 50 000 ლარიდან - 1,000,000 ლარამდე შეადგენს. სახელმწიფოს მიერ ხორციელდება 2 წლის პროცენტის სრული დაფინანსება და სესხის თანხის 30%-მდე გრანტის გაცემა
საგრანტო პროგრამაში ჩართვის პირობები იხილეთ ბმულზე
საგრანტო პროგრამის ფარგლებში სესხის მისაღებად მარტივი განაცხადის შევსება შეგიძლიათ ონლაინ
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუავშირდით ბაზისბანკს *9292 ან 032 2922 922
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.