ბაზისბანკი თეატრალური სივრცის, „თოჯინების სახლის“ გენერალურ სპონსორობას განაგრძობს
ბაზისბანკი, ქართული კულტურისა და ხელოვნების მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, განაგრძობს მრავალფუნქციური კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცე „თოჯინების სახლის“ გენერალურ სპონსორობას. აღნიშნული პარტნიორობა მიზნად ისახავს საქართველოში თანამედროვე თეატრალური ტენდენციების დანერგვასა და თოჯინური ხელოვნების პოპულარიზაციას ყველა თაობის მაყურებელში.
„თოჯინების სახლი“ წარმოადგენს სრულიად განსხვავებული კონცეფციის თეატრალურ გარემოს, სადაც კლასიკური და თანამედროვე დრამატურგიის პერსონაჟები თოჯინებისა და საგნების სახით ცოცხლდებიან. ვიზუალური დეტალების მხატვრული დამუშავება და საგნების თეატრის ელემენტები ქმნის უნიკალურ ესთეტიკას, რომელიც თანაბრად შთამბეჭდავია როგორც მოზარდი, ისე უფროსი თაობის მაყურებლისთვის.
დამოუკიდებელი თეატრალური სივრცის შექმნის იდეა და ინიციატივა რეჟისორ ნიკა საბაშვილს ეკუთვნის. მისი მიზანია, თეატრი პასუხობდეს თანამედროვეობის აქტუალურ თემებს და გამოირჩეოდეს მაღალმხატვრული ღირებულებით. გარდა სპექტაკლებისა, „თოჯინების სახლი“ მასპინძლობს შემოქმედებით საღამოებს და სალონურ შეხვედრებს, რაც მას მნიშვნელოვან კულტურულ ჰაბად აქცევს.
„ბაზისბანკისთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ინსტიტუტისთვის, პრიორიტეტულია ისეთი პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ქმნიან ახალ კულტურულ ღირებულებებს. „თოჯინების სახლი“ სწორედ ასეთი სივრცეა — ინოვაციური, მრავალმხრივი და საგანმანათლებლო. ჩვენი თანამშრომლობა მიზნად ისახავს ხელოვნების ამ დარგის განვითარებასა და იმ შემოქმედებითი თავისუფლების ხელშეწყობას, რომელსაც ნიკა საბაშვილი და მისი გუნდი სთავაზობს საზოგადოებას,“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ბაზისბანკისა და „თოჯინების სახლის“ პარტნიორობა უკვე რამდენიმე წელს ითვლის. ბანკის მხარდაჭერით, თეატრმა შეძლო რეპერტუარის გამრავალფეროვნება და არაერთი ექსპერიმენტული დადგმის განხორციელება, რაც მნიშვნელოვანი მოვლენაა ქართული თოჯინური ხელოვნების განვითარებისთვის.
ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მხარდამჭერია. ბანკი ასევე არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თოჯინების თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორი.
სხვა სიახლეები
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშების მეორე კვირის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
06.08.2026.17:25
საქართველოს ბანკის გზავნილების გათამაშება აქტიურად გრძელდება. კამპანიის ფარგლებში უკვე გამოვლინდნენ მეორე კვირის გამარჯვებულები, რომლებმაც 1, 000 ლარიანი პრიზები მიიღეს. გამარჯვებულებს შორის არიან როგორც საქართველოში მცხოვრები მომხმარებლები, ისე ემიგრანტები.
გზავნილის გათამაშება 20 ივლისიდან 20 სექტემბრის ჩათვლით მიმდინარეობს. კამპანიის ფარგლებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, ყოველდღიურად 1,000 ლარი, ხოლო გათამაშების დასრულებისას სუპერპრიზი - 10,000 ლარი მოიგონ.
გათამაშებაში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს ბანკის ყველა სრულწლოვან მომხმარებელს, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, საქართველოს ბანკის თანამშრომლების გარდა. მონაწილეობისთვის საჭიროა, მომხმარებელმა მიღებული გზავნილი საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდოს. თითოეულ განაღდებულ 150 ლარზე გათამაშების ერთი ბილეთი ენიჭება, რაც მოგების შანსს ზრდის.
კამპანიაში მონაწილეობა ემიგრანტებსაც შეუძლიათ. ამისთვის საჭიროა, გზავნილი საკუთარ თავს გამოუგზავნონ, ხოლო თანხა საქართველოს ბანკის მობილბანკის ან ინტერნეტბანკის საშუალებით გაანაღდონ.
გზავნილის კამპანიის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე.