მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7175.8
0.0014
flag
AZN 1.5515
-0.0003
flag
CNY 38.919
0.0101
flag
EUR 3.0147
0.0007
flag
GBP 3.539
0.0036
flag
KZT 56.35
-0.001
flag
TRY 0.0561
-0.0002
flag
USD 2.6371
-0.0005
news banner

ბაზისბანკი წარმოგიდგენთ ფინანსური განათლების ეროვნულ ჯილდოს - მასწავლებელთა განაცხადების მიღება დაიწყო

news image
mbc image

ბაზისბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმა ფინედუს ინიციატივით, მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო“ დაიწყო. კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 2026 წლის გამარჯვებული მასწავლებელი, რომელსაც პროექტის მთავარი მხარდამჭერის, ბაზისბანკისგან ფულადი პრიზი გადაეცემა.

ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მოსაპოვებლად საკონკურსო განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 15 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება. კონკურსში მონაწილეობის მსურველ მასწავლებლებს შეუძლიათ შეავსონ განაცხადი და წარადგინონ საკუთარი გამოცდილება სკოლებში ფინანსური განათლების დანერგვის მიმართულებით.

"ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს" მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების პოპულარიზაცია, ინოვაციური სწავლების მეთოდების წახალისება და მოსწავლეთა ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.

კონკურსის ფარგლებში, დაინტერესებულ მასწავლებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, 2025-2026 სასწავლო წლის განმავლობაში ჩაეტარებინათ ფინანსური განათლების ხელშეწყობის აქტივობები - გაკვეთილები, პროექტები, შეექმნათ ახალი სასწავლო რესურსები ან დაენერგათ ინოვაციური მიდგომები ფინანსური განათლების ფორმალური თუ არაფორმალური სწავლების პროცესში. ახლა კი მათ შეუძლიათ, ერთი განაცხადის ფარგლებში მოუყარონ თავი ყველა აქტივობასა და შექმნილ მასალებს და წარადგინონ კონკურსზე.

კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი განაცხადები შეფასდება კონკურსის პირობებით წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების მიხედვით, მათ შორის: აქტივობების შესაბამისობა ფინანსური განათლების მიზნებთან, შემოქმედებითი და ინოვაციური მიდგომები, მოსწავლეთა ჩართულობა და მიღწეული შედეგები. კონკურსის ჟიური პირველ ეტაპზე ხუთ ფინალისტს, ხოლო 9 სექტემბერს მათგან 1 გამარჯვებულს - ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელს გამოავლენს.

კონკურსის შესახებ მეტი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38%-ით, ხოლო რესტორნებში 13%-ით გაიზარდა | TBC Capital

11.07.2026.15:02

TBC Capital-ი განახლებულ პუბლიკაციას ,,ტურიზმის პულსი - მაისი 2026” აქვეყნებს.

ანგარიშის თანახმად, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები პოზიტიურ ზრდის ტემპს დაუბრუნდა ყველა შერჩეულ რეგიონში. მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება.

,,თბილისში მაისის მაჩვენებლები ზომიერად აღდგა, სასტუმროებსა და რესოტრნებში პოზიტიური წლიური ზრდის ტემპი დაფიქსირდა, ხოლო სასტუმროებში გაზრდილ დანახარჯებს თან ახლდა საშუალო დანახარჯის ზრდაც .

აჭარაში მაისში დაფიქსირებული აღდგენა მეტწილად სასტუმროებით იყო განპირობებული. წლიური ზრდა ორივე ხარჯვით კატეგორიაში დადებითია, თუმცა რესტორნებში აღნიშნული მაჩვენებელი შედარებით ზომიერია. ამასთანავე, ტრანზაქციის საშუალო მოცულობა ორივე კატეგორიაში შემცირდა წინა წელთან შედარებით.

კახეთში რესტორნებში უნაღდო დანახარჯები შერჩეულ რეგიონებს შორის ყველაზე მეტად გაიზარდა. მაისში სასტუმროებში დანახარჯებიც აღდგა, თუმცა ტრანზაქციის საშუალო მოცულობის შემცირება მიუთითებს, რომ ზრდა მეტწილად ტრანზაქციების რაოდენობამ განსაზღვრა.

მაისის დადებითი სიგნალი ქმნის მოლოდინს, რომ ზაფხულის სეზონზე წლიური ზრდა პოზიტიურ ნიშნულზე შენარჩუნდება”, - აღნიშნულია ანგარიშში.

TBC Capital-ის ინფორმაციით, 2026 წლის მაისში არარეზიდენტების ჯამური უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა შედარებით სუსტი აპრილის შემდეგ აღდგა და 30 % -ს გაუტოლდა, ხოლო უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურ ჭრილში 32% -ით გაიზარდა. ამავე თვეში თბილისში სასტუმროებსა და რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯების წლიური ზრდა, შესაბამისად , 24% და 38 % -ს გაუტოლდა. აჭარაში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში 38 % -ით , ხოლო

რესტორნებში 13% -ით გაიზარდა .რაც შეეხება კახეთს, უნაღდო დანახარჯები სასრუმროებში წლიურად 23% -ით გაიზარდა, ხოლო რესტორნებში უნაღდო დანახარჯებში 43 % -იანი ზრდა დაფიქსირდა.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა