მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში

news image
mbc image

ბაზისბანკისა და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობით, ქართულ სამედიცინო სფეროში უახლესი გლობალური მიღწევების დანერგვა აქტიურად გრძელდება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლინიკამ ულტრათანამედროვე აპარატურა, მათ შორის მინიმალურ-ინვაზიური, რობოტული ქირურგიის ტექნოლოგია დანერგა, რაც მნიშვნელოვან პროგრესს აძლევს ქვეყანაში ქირურგიული და სარეაბილიტაციო მიმართულებებს.

ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგის განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა ის ფუნდამენტია, რომელსაც ბაზისბანკის და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა ეყრდნობა.

„ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ღირებულებაა, რომლის გარშემოც უკვე 11 წელია ინოვა ერთიანდება და უამრავ პაციენტს ეხმარება. ჩვენი მიზანი მუდმივი განვითარებაა, ვნერგავთ თანამედროვე მედიცინის გლობალურ მიღწევებს და ახალ საფეხურზე აგვყავს ქირურგიული თუ სარეაბილიტაციო მიმართულებები. რობოტული ქირურგიის დანერგვაც სწორედ ამ პროგრესის დასტურია, რაც ხელს უწყობს ჩვენი პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესს, გახდეს კიდევ უფრო სწრაფი და უსაფრთხო.

ამ გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს სანდო პარტნიორს, რომელიც აფასებს პროგრესს და ცდილობს, მუდამ მიჰყვეს მას. ინოვაში ულტრათანამედროვე აპარატურა სწორედ ბაზისბანკის მხარდაჭერით დაინერგა, რამაც საშუალება მოგვცა, მედიცინის უახლესი მიღწევები კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი.“ - ინოვას ბიზნეს ოპერაციების დირექტორი, ნინო სიგუა.

„ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი ინოვაციური და მასშტაბური პროექტების დაფინანსება, რომლებიც პირდაპირ აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს და ინოვას მსგავს მსხვილ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს წვდომა უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებზე. ჩვენთვის პარტნიორობა მხოლოდ ფინანსური დასაყრდენი არ არის. ეს არის ორმხრივი ნდობა და საერთო მიზანი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.“ - ბაზისბანკის კორპორატიული ჯგუფის უფროსი, ლევან გიორგაძე.

ბაზისბანკის და ინოვას პარტნიორობის ვიდეო ისტორია

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა