მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7161
-0.0028
flag
AZN 1.5426
-0.0004
flag
CNY 38.849
-0.0005
flag
EUR 3.0264
0.0004
flag
GBP 3.5296
-0.0019
flag
KZT 56.04
0.0019
flag
TRY 0.0551
0
flag
USD 2.6223
-0.0006
news banner

ბაზისბანკის და სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა - ინოვაციური რობოტული ქირურგია საქართველოში

news image
mbc image

ბაზისბანკისა და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობით, ქართულ სამედიცინო სფეროში უახლესი გლობალური მიღწევების დანერგვა აქტიურად გრძელდება. ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, კლინიკამ ულტრათანამედროვე აპარატურა, მათ შორის მინიმალურ-ინვაზიური, რობოტული ქირურგიის ტექნოლოგია დანერგა, რაც მნიშვნელოვან პროგრესს აძლევს ქვეყანაში ქირურგიული და სარეაბილიტაციო მიმართულებებს.

ქვეყნისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი დარგის განვითარება და სოციალური პასუხისმგებლობა ის ფუნდამენტია, რომელსაც ბაზისბანკის და მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრ ინოვას პარტნიორობა ეყრდნობა.

„ჯანმრთელობა ყველაზე დიდი ღირებულებაა, რომლის გარშემოც უკვე 11 წელია ინოვა ერთიანდება და უამრავ პაციენტს ეხმარება. ჩვენი მიზანი მუდმივი განვითარებაა, ვნერგავთ თანამედროვე მედიცინის გლობალურ მიღწევებს და ახალ საფეხურზე აგვყავს ქირურგიული თუ სარეაბილიტაციო მიმართულებები. რობოტული ქირურგიის დანერგვაც სწორედ ამ პროგრესის დასტურია, რაც ხელს უწყობს ჩვენი პაციენტების გამოჯანმრთელების პროცესს, გახდეს კიდევ უფრო სწრაფი და უსაფრთხო.

ამ გზაზე უდიდესი მნიშვნელობა აქვს სანდო პარტნიორს, რომელიც აფასებს პროგრესს და ცდილობს, მუდამ მიჰყვეს მას. ინოვაში ულტრათანამედროვე აპარატურა სწორედ ბაზისბანკის მხარდაჭერით დაინერგა, რამაც საშუალება მოგვცა, მედიცინის უახლესი მიღწევები კიდევ უფრო მეტი ადამიანისთვის გაგვეხადა ხელმისაწვდომი.“ - ინოვას ბიზნეს ოპერაციების დირექტორი, ნინო სიგუა.

ჩვენთვის პრიორიტეტულია ისეთი ინოვაციური და მასშტაბური პროექტების დაფინანსება, რომლებიც პირდაპირ აუმჯობესებს ადამიანების ცხოვრების ხარისხს და ინოვას მსგავს მსხვილ ბიზნესს აძლევს შესაძლებლობას, ჰქონდეს წვდომა უახლეს სამედიცინო ტექნოლოგიებზე. ჩვენთვის პარტნიორობა მხოლოდ ფინანსური დასაყრდენი არ არის. ეს არის ორმხრივი ნდობა და საერთო მიზანი, რომლის მთავარი ამოსავალი წერტილიც ადამიანების ჯანმრთელობაზე ზრუნვაა.“ - ბაზისბანკის კორპორატიული ჯგუფის უფროსი, ლევან გიორგაძე.

ბაზისბანკის და ინოვას პარტნიორობის ვიდეო ისტორია

news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image საქართველოს ბანკის მობილბანკის მორიგი განახლება - ახალი შესაძლებლობები მომხმარებლებისთვის

06.08.2026.18:14

საქართველოს ბანკი მომხმარებლებისთვის ციფრული გამოცდილების გაუმჯობესებას განაგრძობს. მობილბანკის მორიგი განახლების ფარგლებში მომხმარებლებს ახალი ფუნქციონალები და დამატებითი შესაძლებლობები დახვდებათ, მათ შორის: მობილბანკის გათამაშება, ინვესტიციების განხორციელება საფონდო ბირჟის არასამუშაო საათებში და ინვესტიციებისთვის სტოპ დავალების ფუნქციონალი.

მობილბანკის გათამაშება

მობილბანკში მასშტაბური გათამაშება მიმდინარეობს, რომლის საპრიზო ფონდი 150,000 ლარს შეადგენს. მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ, მოიგონ 80,000; 50,000 ან 20,000 ლარი. 

გათამაშებაში მონაწილეობა საქართველოს ბანკის მომხმარებლებს შეუძლიათ და მასში ჩართვა ავტომატურად - მობილბანკში შესვლისთანავე ხდება. ყოველდღიური საბანკო ოპერაციებისა და ბარათით გადახდების შესრულებით კი მომხმარებლები დამატებით ბილეთებს აგროვებენ და მოგების შანსს ზრდიან. 

გათამაშების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გაეცანით ამ ბმულზე.

ინვესტირება ახლა უკვე არასამუშაო საათებშიც

საქართველოს ბანკმა საბანკო სექტორში პირველად მომხმარებლებს შესაძლებლობა მისცა, აქციების ყიდვა-გაყიდვის დავალებები საფონდო ბირჟის არასამუშაო საათებშიც განათავსონ.

თუ აქამდე დავალებების განთავსება მხოლოდ ბირჟის მუშაობის საათებში იყო შესაძლებელი, მობილბანკის განახლების შემდეგ მომხმარებლები დავალებების განთავსებას შეძლებენ როგორც ბირჟის გახსნამდე, ისე მისი დახურვის შემდეგაც. ეს მათ ინვესტიციების უფრო მოქნილად მართვის შესაძლებლობას აძლევს.

სიახლის აღსანიშნავად, 30 აგვისტოს ჩათვლით მოქმედებს სპეციალური კამპანია - არასამუშაო საათებში განხორციელებული ყოველი მე-500 ყიდვის ტრანზაქცია გაორმაგდება.

სტოპ დავალება - მეტი კონტროლი ინვესტიციებზე

განახლებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სიახლეც დაემატა - სტოპ დავალების ფუნქციონალი.

მისი დახმარებით მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს წინასწარ განსაზღვროს სასურველი ფასი, რომელზეც კონკრეტული აქციის ყიდვა ან გაყიდვა სურს. დავალება ავტომატურად შესრულდება მაშინ, როდესაც ბაზარზე აქციის ფასი მომხმარებლის მიერ განსაზღვრულ ნიშნულს მიაღწევს.

ფუნქციონალი განსაკუთრებით გამოსადეგია რისკების მართვისთვის, რადგან ინვესტორებს შესაძლებლობას აძლევს, წინასწარ განსაზღვრონ მისაღები ზარალის ან მოგების ზღვარი და აღარ დასჭირდეთ ბაზრის მუდმივი მონიტორინგი.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა