მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკის და სოლომისიას მორიგი გარემოსდაცვითი აქტივობა წეროვანის დასახლებაში

news image
mbc image

ბაზისბანკი და საქველმოქმედო ორგანიზაცია ,,სოლომისია“ გარემოს დასაცავად ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაერთიანდნენ. ამჯერად, ბანკის მხარდაჭერით და სოლომისიის ორგანიზებით, მორიგი ერთობლივი საქველმოქმედო აქტივობა გაიმართა.

წეროვანის დევნილთა დასახლებაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღსადგენად, ადგილობრივების ჩართულობით, დასუფთავდა ტერიტორია, დაირგო ხეები, განხორციელდა წყალდიდობისგან დარჩენილი ნაგვის გატანა, მოწესრიგდა სკვერები და გზები. ღონისძიების დასასრულს ორგანიზატორებისგან დარიგდა სამახსოვრო საჩუქრები.

„CSR მენეჯმენტში გამორჩეულად პასუხისმგებლიანი და მეგობარი კომპანია ბაზისბანკი, ჩვენი უცვლელი პარტნიორი და მხარდამჭერია. ბაზისბანკის დახმარებით შევიძინეთ მასალები, რისთვისაც მადლობას ვუხდით ეკომეგობრულ აქციაში მონაწილეობისთვის და სარეაბილიტაციო პროექტი - ეკოაქცია, მომდევნო თვეებშიც აქტიურად გაგრძელდება.“ - სოლომისიის კოორდინატორი, ნათია ნინიძე.

 „ბაზისბანკი აქტიურად თანამშრომლობს სოლომისიასთან, რომელიც საქართველოში  სხვადასხვა მიმართულებით უამრავ CSR პროექტს ახორციელებს. ჩვენთვის, როგორც მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ბანკისთვის, მნიშვნელოვანია საზოგადოების საკეთილდღეო მსგავსი ტიპის საქველმოქმედო პროექტებში ჩართულობა. გვჯერა, რომ ერთმანეთზე ზრუნვა აუცილებლად უკეთესობისკენ შეცვლის ჩვენს მომავალს. ბაზისბანკისგან, სოლომისიასთან თანამშრომლობით, მსგავსი ტიპის CSR აქტივობები მომავალშიც აუცილებლად გაგრძელდება და მეტად მასშტაბური სახე მიეცემა. ერთად კიდევ ბევრ სასიკეთო საქმეს გავაკეთებთ.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

სოლომისია არის არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში ახორციელებს CSR პროექტებს, ემსახურება ბავშვთა უფლებების დაცვას, სახელმწიფო მზრუნველობის ქვეშ მყოფი ბავშვებისთვის მედიაწიგნიერების განვითარებას, სოციალური კამპანიების მართვას, ცნობიერების ამაღლებას და სოციალური სფეროს მხარდაჭერას.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა