ბაზისბანკის და თოჯინების თეატრების გაერთიანების პარტნიორობა გრძელდება
ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი სტრატეგიის ფარგლებში, უკვე მეოთხე წელია, რაც თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრების გაერთიანების გენერალური სპონსორია. აღნიშნული თანამშრომლობა მიზნად ისახავს თოჯინური ხელოვნების განვითარებას, ბავშვებსა და მოზარდებში კულტურული ღირებულებების პოპულარიზაციასა და რეგიონული თეატრების გაძლიერებას.
თოჯინების თეატრების გაერთიანება თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, ბორჯომისა და გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრებს მოიცავს. ბაზისბანკის მხარდაჭერით, გაერთიანება ყოველწლიურად არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს, რაც თეატრალურ სფეროში ახალი სიტყვის თქმისა და შემოქმედებითი ექსპერიმენტების საშუალებას იძლევა.
მიმდინარე წელს გაერთიანება მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს სთავაზობს. დაგეგმილ პრემიერებს შორის გამოსარჩევია: „თოვლის გუნდა“, რომელიც ცნობილი მულტფილმის „გოგონა და თოვლის გუნდა“ საავტორო სიუჟეტს ეფუძნება და თბილისის თოჯინების თეატრი წარმოგვიდგენს, ასევე, იგეგმებასპექტაკლის „ბატის ჭუკის“ პრემიერა ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, ოტია იოსელიანის არაკების მიხედვით პრემიერას ქუთაისის თოჯინების თეატრი წარმოგვიდგენს, ხოლო ახალციხის თოჯინების სახელმწიფო თეატრი იწყებს მზადებას სპექტაკლისთვის „უღუ და თეთ“. აღსანიშნავია, რომ თბილისის თოჯინების თეატრში დაწყებულია მზადება სპექტაკლზე „სალამურა“. სპექტაკლის პრემიერების გარდა იგეგმება კვირეული ახლადგახსნილ გურჯაანის თოჯინების სახელმწიფო თეატრში, სადაც თოჯინების თეატრების გაერთიანების ყველა დასი მიიღებს მონაწილეობას და გურჯაანელ მაყურებელს მრავალფეროვან რეპერტუარს წარუდგენს. გარდა ამისა დაგეგმილია გასტროლები საქართველოს რეგიონებში, რაც ხელს შეუწყობს კულტურული პროცესების დეცენტრალიზაციას და მაღალი ხარისხის თეატრალური დადგმების ხელმისაწვდომობას მთელი ქვეყნის მასშტაბით.
„კერძო სექტორისა და კულტურული ინსტიტუციების ასეთი მყარი პარტნიორობა უმნიშვნელოვანესია თეატრალური ხელოვნების სიცოცხლისუნარიანობისთვის. ბაზისბანკის მხარდაჭერა შესაძლებლობას გვაძლევს, მეტი რესურსი მივმართოთ შემოქმედებითი ხარისხის ამაღლებაზე და კიდევ უფრო მეტ პატარა მაყურებელს ვაჩუქოთ თეატრალური დღესასწაული. ეს არ არის მხოლოდ სპონსორობა, ეს არის საერთო პასუხისმგებლობა მომავალი თაობების წინაშე,“ - აღნიშნა თოჯინების თეატრების გაერთიანების დირექტორმა, ნიკა საბაშვილმა.
„მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკსა და თოჯინების თეატრების გაერთიანებას შორის წარმატებული ურთიერთთანამშრომლობა წელსაც გრძელდება. საგულისხმოა, რომ გაერთიანება ბევრ საინტერესო პროექტს სთავაზობს სხვადასხვა ასაკის მაყურებელს. ბაზისბანკს კულტურის სფეროს მხარდაჭერის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და დარწმუნებული ვარ, წლევანდელი თანამშრომლობაც ნაყოფიერი იქნება და მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს თოჯინების თეატრის განვითარებაში,“ - განაცხადა ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსმა, თამარ ხადურმა.
ბაზისბანკი, კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, ქვეყნის თეატრალური ხელოვნების უმსხვილესი მხარდამჭერია. ბანკი არის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის დრამატული თეატრისა და თოჯინების სახლის გენერალური სპონსორი. ბაზისბანკი მუდმივად მხარს უჭერს კულტურული და საგანმანათლებლო ინიციატივების განხორციელებას მთელი საქართველოს მასშტაბით.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.