ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით მარჯანიშვილის თეატრი 99-ე სეზონს იწყებს
ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, კოტე მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრი 99-ე სეზონს იწყებს. თითქმის ასწლოვანი ისტორიის მქონე თეატრი, ერთგულ მაყურებელს ამჯერადაც მრავალფეროვან და სიახლეებით სავსე თეატრალურ სეზონს შესთავაზებს.
წლევანდელ სეზონს თეატრალური დასი განსაკუთრებული შემოქმედებითი ენერგიითა და განახლებული ხედვით ხვდება. დაგეგმილია არაერთი ახალი პროექტი და გასტროლი. 9 ოქტომბერს მაყურებელი იგორ ბაუერსიმას პიესის მიხედვით დადგმული სპექტაკლის, „ნორვეგია დღეს“, პრემიერას იხილავს. 11 ოქტომბერს თეატრალური დასი სპექტაკლ „ქალების“ საიუბილეო, 150-ე წარმოდგენას ითამაშებს. 25 ოქტომბერს კი რეჟისორ გიორგი სულთანიშვილის სპექტაკლ „ხიდის“ პრემიერა გაიმართება. წლის განმავლობაში თეატრი საზოგადოებას როგორც ახალ დადგმებს, ისე მათთვის კარგად ნაცნობ სპექტაკლებს შესთავაზებს.
“მარჯანიშვილის თეატრი ქართული კულტურული ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და დღემდე გამორჩეულ ადგილს იკავებს თეატრის მოყვარულთა შორის. ბაზისბანკისთვის მნიშვნელოვანია კულტურული მემკვიდრეობისა და ხელოვნების მხარდაჭერა, სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ თეატრთან პარტნიორობას და დარწმუნებული ვარ, 99-ე სეზონიც მაყურებლისთვის გამორჩეული სიახლეებით იქნება დატვირთული.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების და ბრენდინგის დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
ბაზისბანკისთვის ქართული თეატრის მხარდაჭერა და პოპულარიზაცია ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს. მარჯანიშვილის თეატრის გარდა, ბანკი არის ახმეტელის თეატრის, სანდრო მრევლიშვილის სახელობის თეატრის, თოჯინების თეატრების გაერთიანებისა და „თოჯინების სახლის“ გენერალური სპონსორი.
სხვა სიახლეები
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნული ცენტრის სტრატეგიული პარტნიორია
08.10.2026.14:00
ლიბერთი, ბაზისბანკ ჯგუფის წევრი, ქირურგიის ეროვნულ ცენტრთან თანამშრომლობას იწყებს. ერთობლივი მემორანდუმის ფარგლებში, ამოქმედდა ახალი პროექტი, რომელიც ლიბერთის სოციალური ბარათის მომხმარებლებს ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში სამედიცინო მომსახურებაზე სპეციალურ პირობებს სთავაზობს.
დღეიდან, სოციალური ბარათის მომხმარებლები, ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში, უფასო სამედიცინო კონსულტაციებით და
სამედიცინო მომსახურებებზე 50%-მდე ფასდაკლებით ისარგებლებენ.
აღნიშნული მასშტაბური პროექტის მიზანია, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მომხმარებლებისთვის დამატებითი ფინანსური შეღავათების შეთავაზება.
სპეციალური პირობებით სარგებლობისთვის, მომხმარებელმა თანხის გადახდა სოციალური ბარათით, ლიბერთის ტერმინალზე უნდა განახორციელოს.
აღნიშნული შეთავაზება ქირურგიის ეროვნული ცენტრის ყველა ჩართულ ფილიალში მოქმედებს:
· ქირურგიის ეროვნული ცენტრი
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკა „ახალი სიცოცხლე"
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის ბათუმის კლინიკა
· ქირურგიის ეროვნული ცენტრის მახინჯაურის პოლიკლინიკა
ქირურგიის ეროვნული ცენტრის კლინიკებში არსებული სამედიცინო სერვისების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მომხმარებლებს შეუძლიათ გაეცნონ ინფორმაციას მითითებულ ბმულზე: shorturl.at/9aPCC
ლიბერთის სოციალური ბარათის ყველა შეთავაზების გასაცნობად ეწვიეთ ბმულს: https://shorturl.at/LSfuz