მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკის გენერალური სპონსორობით, მარჯანიშვილის თეატრში „ლა ვენეციანას“ პრემიერა გაიმართება

news image
mbc image

ბაზისბანკის და კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრს შორის გენერალური სპონსორობის ფარგლებში, 4 ივნისს, მარჯანიშვილის თეატრის დიდ სცენაზე, რეჟისორ ადრიან ჯურჯეას სპექტაკლის „ლა ვენეციანას“ პრემიერა გაიმართება.

"La Venexiana", მე-16 საუკუნის ანონიმური ვენეციელი ავტორის კომედიური პიესაა, რომელიც 1535-1550 წლებში დაიწერა და მოიაზრება, როგორც რენესანსის ხალხური თეატრის შედევრი. 1920-იან წლებში აღმოჩენილი ეს სპექტაკლი ცნობილია იმ პერიოდის ვენეციის კულტურული და სოციალური დინამიკის განსაკუთრებული ასახვით, აღწერს ქალაქის წეს-ჩვეულებებს, ენას და სხვადასხვა სოციალურ კლასებს შორის ურთიერთობას.

სპექტაკლის რომანტიული და გარკვეულწილად სარისკო შეთქმულება მოიცავს სხვადასხვა სოციალური ფენის პერსონაჟების რთულ ურთიერთკავშირს. მის ცენტრში მოქცეულია ორი ვენეციელი ქალი - მდიდარი ქვრივი ანჯელა და ახალგაზრდა დიდგვაროვანი ვალერია, რომლებსაც ერთი და იგივე ახალგაზრდა, ჯულიო შეუყვარდებათ და მის მონადირებას ცდილობენ, რაც იწვევს იუმორისტულ და რთულ, ჩახლართულ სიტუაციებს, ისინი იკვლევენ სურვილების, ცდუნებისა და სიყვარულის თანმდევ გამოწვევებს.

„ბაზისბანკი, ქართული კულტურის მხარდამჭერი პროექტების ფარგლებში, მესამე წელია კოტემარჯანიშვილის სახელობის თეატრის გენერალური სპონსორია. ბანკსა და მარჯანიშვილის თეატრს შორის თანამშრომლობა მიზნად ისახავს თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაციას და ერთობლივი, მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას.  მოხარულები ვართ, რომ მარჯანიშვილის თეატრთან კვლავ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ თანამშრომლობას და ვთვლით, რომ ხელოვნების სხვადასხვა დარგისთვის მნიშვნელოვანია ბიზნეს სექტორის მხარდაჭერა, რათა განვითარების მეტი შესაძლებლობა მივცეთ ქართულ კულტურას. დარწმუნებული ვარ, მომავალშიც ბევრ საინტერესო ერთობლივ პროექტს შევთავაზებთ მაყურებელს.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა