ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალგაზრდული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნული ბანკისა და ფინანსური განათლების პორტალ ფინედუს ორგანიზებით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საგანმანათლებლო კონკურსის ფინალური ღონისძიება გაიმართა.
კონკურსი 12 აგვისტოდან მიმდინარეობდა, რომელიც მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობაში ფინანსური განათლებისა და სამეწარმეო უნარ-ჩვევების ამაღლებას. კონკურსის პირობების შესაბამისად, 18-29 წლის ახალგაზრდებს მოკლე საგანმანათლებლო შინაარსის ვიდეოები უნდა შეექმნათ, რომელიც შეეხებოდა ახალგაზრდებში მეწარმეობის პოპულარიზაციის, ბიზნესის დაწყების ან „სტარტაპის“ განვითარების იდეას. ასევე, მეწარმეებისთვის ფინანსური განათლების საჭიროებას და მის კავშირს ბიზნესის წარმატებასთან.
27 სექტემბერს, კონკურსის დასკვნით ღონისძიებაზე, სპეციალური ჟიურის მიერ გამოვლენილი ფინალისტები სერტიფიკატებით, ხოლო გამარჯვებული ოთხეული კი, ფულადი პრიზებით დაჯილდოვდა.
„ახალგაზრდა თაობის ფინანსური განათლების ხელშეწყობა ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. ბანკის ჩართულობით, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღე, ინოვაციური იდეებითა და საგანმანათლებლო კონკურსით უკვე მეოთხედ აღინიშნა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა თაობა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სეგმენტს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ, ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკი და ფინედუ, არაერთ ახალგაზრდულ საგანმანათლებლო პროექტს ახორციელებს. ბაზისბანკის კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის სტრატეგიის ფარგლებში, მომავალშიც მნიშვნელოვან ინვესტიციებს განვახორციელებთ ახალ თაობაში ფინანსური, ეკონომიკური და სამეწარმეო ცნობიერების ზრდისა და პოპულარიზების მიმართულებით.“ - ბაზისბანკის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსი, თამარ ხადური.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.