მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVInsder პოდკასტი
BIG Footballყველა ვიდეოყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7266.5
0.0044
flag
AZN 1.5802
-0.0006
flag
CNY 39.49
-0.002
flag
EUR 3.16
-0.0036
flag
GBP 3.6552
-0.0069
flag
KZT 58.2
0.0015
flag
TRY 0.0592
-0.0002
flag
USD 2.6859
-0.0015
news banner

ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი მასშტაბური კომპლექსი EZO კოლოსისგან შენდება

news image
news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image თიბისის მხარდაჭერით საქართველოს AI ნაკრების შესარჩევი ოლიმპიადა იწყება

11.05.2026.10:38

თიბისი აგრძელებს ტექნოლოგიური განათლების მხარდაჭერას და უკვე მეორე წელია საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ოლიმპიადის მთავარი მხარდამჭერია. 

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციის ორგანიზებით, 2026 წლის ეროვნული AI ოლიმპიადა იწყება, რომლის პირველი ტური 16 მაისს გაიმართება. ოლიმპიადაში მონაწილეობა VIII-XII კლასის მოსწავლეებს მთელი საქართველოდან შეუძლიათ. რეგისტრაცია უკვე დაწყებულია და 14 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

ოლიმპიადა ორ ეტაპად ჩატარდება. პირველი ტური ონლაინ ფორმატში გაიმართება. პირველი ტურის შედეგების მიხედვით შეირჩევა არაუმეტეს 30 მოსწავლე, რომლებიც მეორე ეტაპზე გადავლენ. ფინალური ტური 31 მაისს ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში (BTU) ჩატარდება, რის შედეგადაც დაკომპლექტდება საქართველოს ეროვნული ნაკრები.

ეროვნული ოლიმპიადის გამარჯვებული მოსწავლეები საქართველოს სახელით ხელოვნური ინტელექტის საერთაშორისო ოლიმპიადაზე (IOAI 2026) იასპარეზებენ, რომელიც 2-8 აგვისტოს ასტანაში, ყაზახეთში გაიმართება.

საქართველო, საერთაშორისო AI ოლიმპიადაზე, პირველად 2025 წელს წარდგა და პირველივე წელს მნიშვნელოვანი წარმატება მოიპოვა - ეროვნული ნაკრების წევრებმა ქვეყნისთვის პირველი მედალი მოიპოვეს. ამ გამოცდილებამ კიდევ ერთხელ გამოკვეთა ტექნოლოგიური განათლების მნიშვნელობა და ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო შესაძლებლობების გახსნის აუცილებლობა.

საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ასოციაციამ მოსწავლეების მოსამზადებლად შექმნა AI ლიგა და სპეციალური საოლიმპიადო AI კურსი, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა დაინტერესებული მოსწავლისთვის.

ეროვნული AI ოლიმპიადა საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბის ნაწილია, რომელიც თიბისის და ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) ორგანიზებით დაფუძნდა. ჰაბის მიზანია ახალგაზრდებში ხელოვნური ინტელექტის მიმართულებით ცოდნისა და პრაქტიკული უნარების განვითარება, ნიჭიერი მოსწავლეების აღმოჩენა და მათი საერთაშორისო ასპარეზისთვის მომზადება.

განათლება შესაძლებლობაა - მთავარია გჯეროდეს! სწორედ ამ რწმენით თიბისი მხარს უჭერს ტექნოლოგიურ ოლიმპიადებს, აძლიერებს ახალ თაობას იმ ცოდნითა და უნარებით, რომლებიც მათ საერთაშორისო ასპარეზზე წარმატების მიღწევაში ეხმარება.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა