მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7194.9
0.0085
flag
AZN 1.5256
-0.0005
flag
CNY 38.883
0.0005
flag
EUR 2.9111
0.007
flag
GBP 3.4835
0.0014
flag
KZT 58.01
0.0018
flag
TRY 0.0516
-0.0001
flag
USD 2.5936
-0.0007
news banner

ბაზისბანკის მხარდაჭერით ახალი საცხოვრებელი პროექტი „ბილდერზ ისანი“ შენდება

news image
mbc image

ბაზისბანკი, როგორც ბიზნსესის ერთ-ერთი უმსხვილესი ფინანსური მხარდამჭერი, განაგრძობს სამშენებლო და დეველოპერულ კომპანიებთან თანამშრომლობას. ამჯერად, ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში, დეველოპერული კომპანია ბილდერზი ისანში ახალ საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს.

კომპანია "ბილდერზი" მრავალწლიანი გამოცდილების გუნდითა და ვადებში დასრულებული ხარისხიანი პროექტებით პოზიციონირებს ბაზარზე. ბილდერზ ისნის საცხოვრებელი კომპლექსი პრემიუმ კლასის მასალებით შენდება, თბოიზოლაციის უახლესი სისტემებითა და შიდა ფართების სწორი დაგეგმარებით გამოირჩევა. 

ახალი პროექტი მდებარეობს ისნის ბულვარის მიმდებარედ, ნადირაშვილის ქუჩაზე, სწრაფად განვითარებად უბანში. მნიშვნელოვანია, რომ ევროპული სტანდარტის კორპუსი უსაფრთხოების სისტემით სრულად იქნება აღჭურვილი. სახანძრო სიგნალიზაციით, წყლის ავზით,  შიდა და გარე ჰიდრანტებით. ასევე, გენერატორით, რომელიც ელექტრო ენერგიის არარსებობის შემთხვევაში, მაცხოვრებლების ლიფტითა და პარკინგით სარგებლობის შესაძლებლობას უზრუნველყოფს. 

საცხოვრებელ პროქტში ბინების ფართი 51 კვ.მ.-დან იწყება. კორპუსში მიწისქვეშა პარკინგია გათვალისწინებული, რაც ავტომობილის უსაფრთხოდ გაჩერების მუდმივ გამოწვევას ეფექტურად გადაწყვეტს. ბილდერზ ისანი არაერთი უპირატესობით გამოირჩევა, შესაბამისად, მიმზიდველია როგორც საცხოვრებლად, ასევე გონივრული ინვესტიციისთვის.

პროექტი დასრულდება 2027 წლის ბოლოს და მომავალ მაცხოვრებელებს ჩაბარდება მწვანე კარკასის კონდიციაში.

ბილდერზ ისანი არ არის მხოლოდ საცხოვრებელი კომპლექსი. ეს არის ბილდერზის ახალი ხედვა კომფორტული და მარტივი ცხოვრებისკენ, სადაც თანამედროვე არქიტექტურა, ხარისხიანი მშენებლობა და ბუნებასთან სიახლოვე ერთ მთლიანობაშია მოქცეული.

ბაზისბანკი, ბილდერზ ისნის საცხოვრებელ პროექტში ბინის შასაძენად მარტივ იპოთეკურ სესხს გთავაზოვთ. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image „ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში ახალ პროექტს იწყებს, რომლის კონცეფციაზე ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo იმუშავებს

11.11.2026.13:37

„ბიოგრაფი ლივინგი“ ისანში კიდევ ერთ მასშტაბურ პროექტს იწყებს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 500 მილიონი აშშ დოლარია. ახალი პროექტის არქიტექტურულ კონცეფციას საერთაშორისო ნიდერლანდური არქიტექტურული კომპანია Mecanoo შეიმუშავებს. პარტნიორობის ფარგლებში მხარეებმა თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

პროექტი ისნის მეტროსადგურთან ახლოს, ქეთევან დედოფლის გამზირის №98-ში, ახლად შეძენილ, 7 ჰექტარზე მეტ ტერიტორიაზე განვითარდება. “ბიოგრაფი ლივინგი“ და Mecanoo-ს თანამშრომლობის მიზანია ახალ ლოკაციაზე თანამედროვე მრავალფუნქციური ურბანული გარემოს შექმნა, რომელიც საცხოვრებელ სივრცეებს, ყოველდღიურ სერვისებსა და საზოგადოებრივ ინფრასტრუქტურას გააერთიანებს. მემორანდუმის ხელმოწერას Mecanoo-ს წარმომადგენელი ნუნო ფონტარა დაესწრო.
„ჩვენი მიზანია, შევქმნათ გარემო, რომელიც ადამიანებს ცხოვრების უკეთეს ხარისხს შესთავაზებს და უბნის განვითარებასაც ახალ შესაძლებლობებს გაუჩენს. ისანში უკვე ვავითარებთ „ჰისნის“, ახალი პროექტით კი ამ ხედვას კიდევ უფრო ფართო მასშტაბს ვაძლევთ. Mecanoo-სთან პარტნიორობა აერთიანებს ჩვენს ამბიციას და საერთაშორისო არქიტექტურულ გამოცდილებას, რომლის ცენტრშიც ადამიანი და მისი ყოველდღიური საჭიროებებია. გვინდა, ეს ტერიტორია ქალაქის ორგანულ ნაწილად იქცეს - ადგილად, სადაც ცხოვრება, მუშაობა, დასვენება და ურთიერთობა ერთიან, გააზრებულ სივრცეში იქნება შესაძლებელი“, - აცხადებს “ბიოგრაფი ლივინგის“ აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.

ახალი პროექტი “ბიოგრაფი ლივინგისთვის“ ისანში მეორე მასშტაბური განაშენიანება იქნება. კომპანია ამავე უბანში, მეტროსადგურის მოპირდაპირე მხარეს, საცხოვრებელ პროექტ „ჰისნის“ ავითარებს, რომელიც ოთხ 36-სართულიან კოშკს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია 8 000 კვადრატული მეტრის რეკრეაციული ზონა, 40 000 კვადრატული მეტრის სავაჭრო ცენტრი, 25-მეტრიანი საცურაო აუზი, თანამედროვე ფიტნესდარბაზი, პადელის კორტები და კაფე-რესტორნები.

ახალი პროექტის არქიტექტურული პარტნიორი Mecanoo 1984 წელს ნიდერლანდების ქალაქ დელფტში დაარსდა. კომპანია აერთიანებს არქიტექტურის, ურბანული დაგეგმარების, ლანდშაფტისა და ინტერიერის დიზაინის მიმართულებებს. მისი მიდგომა ეფუძნება ადამიანების საჭიროებების, ადგილის კულტურული იდენტობისა და მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებას.

Mecanoo-ს საერთაშორისო პორტფოლიოშია ბირმინგემის ბიბლიოთეკა დიდ ბრიტანეთში, კაოსიუნგის მეტროსადგური ტაივანში, დელფტის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა ნიდერლანდებში და სტავროს ნიარხოსის ფონდის ბიბლიოთეკა ნიუ-იორკში.

“ბიოგრაფი ლივინგის” ყველა პროექტი 15-წუთიანი ქალაქის კონცეფციით ვითარდება, რაც საცხოვრებელ გარემოსთან ახლოს ყოველდღიური ცხოვრებისათვის საჭირო ძირითადი სერვისებისა და ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობას გულისხმობს. კომპანია ამჟამად 10 მასშტაბურ პროექტს ავითარებს, რომელთა ჯამური საინვესტიციო ღირებულება 700 მილიონ დოლარს აღემატება. კომპანიის მიმდინარე პროექტების გაყიდვების მაჩვენებელი კი, 75%-ზე მეტია.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა