მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკის მხარდაჭერით აკორდ დეველოპმენტი საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს

news image
mbc image

ბაზისბანკი, როგორც ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ამჯერად, ბაზისბანკთან თანამშრომლობით, საცხოვრებელ კომპლექსს აკორდ დეველოპმენტი აშენებს. ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა 1.7 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.

საცხოვრებელი კომპლექსი 1200 კვადრატულ მეტრზე, უნივერსიტეტის #6-ში გაშენდება. კომპლექსი მყუდრო საცხოვრებელ სივრცეს ქმნის და მოიცავს 14 სართულიან კომპლექსს, ორსართულიანი პარკინგით, სადაც 4 სართულზე განთავსდება ბიზნესცენტრი და 8 სართული დაეთმობა საცხოვრებელ სივრცეებს. აკორდში გათვალისწინებულია კონსიერჟის სერვისი და  დაცვის სამსახური 24/7-ზე, კეთილმოწყობილი ინფრასტრუქტურა გამწვანებული ეზოთი, სპორტული და საბავშვო გასართობი მოედნით.

კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის ნოემბერში სრულდება და მობინადრეებს მწვანე კარკასის მდგომარეობით ბარდება. ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებული იპოთეკური სესხით სპეციალურ შეთავაზებას სთავაზობს. განაცხადის შევსება მომხმარებელს შეუძლია ონლაინ.

“აკორდ დეველოპმენტი 2022 წლიდან ოპერირებს ქართულ დეველოპერულ ბაზარზე და სტაბილური, სანდო კომპანიის რეპუტაციით ვსარგებლობთ, რომელიც უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის მშენებლობას. კომფორტული და უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად მრავალი დეტალის გათვალისწინებაა საჭირო. ჩვენი კომპლექსის მშენებლობის მთავარ უპირატესობებს ენერგოეფექტური სამშენებლო და სარემონტო მასალები წარმოადგენს. მაღალი ხარისხის ხმის იზოლაცია კი გარანტირებულია კომპლექსის ყველა ბინაში.“ - აკორდ დეველოპმენტის დირექტორი, ბექა ჟვანია.

„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ქვეყანაში სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერების მიმართულებით. მოხარული ვარ, რომ ვთანამშრომლობთ კომპანიასთან, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა და ჩვენთან პარტნიორობით, კიდევ ერთი წარმატებული მასშტაბური პროექტი ხორციელდება, რომელიც დადებითად აისახება ბიზნეს გარემოზე.“ - ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიგი გაბუნია.

banner image news banner
ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა