ბაზისბანკის მხარდაჭერით, არსი გრუპი ბათუმში Sea Hills საცხოვრებელ კომპლექსს აშენებს
ბაზისბანკი, როგორც ქართული ბიზნესის ერთ-ერთი უმსხვილესი დამფინანსებელი, აგრძელებს დეველოპერული და სამშენებლო სექტორის მხარდაჭერას. ბანკთან პარტნიორობით, ბათუმში, კურორტ მახინჯაურში, დეველოპერული კომპანია არსი გრუპი 12 სართულიან პრემიუმ კლასის საცხოვრებელ და საინვესტიციო კომპლექსს აშენებს. ბანკის მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა ერთ მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.
Sea Hills მოიცავს 2033 კვ.მ. ფართობზე, ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე და მშვიდ გარემოში მდებარე 224 ბინიან ორ საცხოვრებელ კომპლექსს მიწისქვეშა ავტოსადგომით, ღია აუზით, სპა ცენტრით და სპორტული დარბაზით, რეკრეაციული ზონით, საბავშვო ინფრასტრუქტურით და 24/7 ვიდეოკონტროლით. კომპლექსის ორივე ბლოკს აქვს ღია ტერასა. კომპლექსი გაზიფიცირებულია.
საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა 2024 წლის დეკემბერში სრულდება და 32.8 კვ.მ-დან საცხოვრებელი ფართები, შავი ან თეთრი კარკასის მდგომარეობაში ან დასრულებული რემონტით ბარდება მომხმარებელს.ბინის შეძენის მსურველებს ბაზისბანკი გამარტივებულ იპოთეკურ სესხს სთავაზობს. განაცხადის შევსება შესაძლებელია ონლაინ.
„Sea Hills გამორჩეული საცხოვრებელი და საინვესტიციო პროექტია, რომელიც აერთიანებს კეთილმოწყობილ ინფარასტრუქტურასა და ყველა იმ სერვისს, რაც ჩვენი მაცხოვრებლებისთვის კომფორტულ საცხოვრებელ გარემოს ქმნის. პროექტის განხორციელება ბაზისბანკის ძლიერი და პროფესიონალთა გუნდის მხარდაჭერით შევძელით და მოხარული ვარ, რომ ბაზისბანკთან პარტნიორობით ასეთ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ, რომელიც გამოირჩევა მაღალი სანდოობით და ჩვენს მობინადრეებს მყუდრო და უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოს ვთავაზობთ.“ - განაცხადა არსი გრუპის წარმომადგენელმა, ლიკა ქორიძემ.
„ბაზისბანკის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სამშენებლო სექტორის მხარდაჭერა წარმოადგენს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია როგორც მთლიანად ქვეყნისთვის, ასევე ხელს უწყობს სამშენებლო სექტორის განვითარებასა და ეკონომიკის გაძლიერებას. მოხარული ვარ, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში ბათუმში კიდევ ერთი მულტიფუნქციური პროექტი ხორციელდება, რომელიც მომხმარებელში მაღალი სანდოობით გამოირჩევა.“ - აღნიშნა ბაზისბანკის კომერციულმა დირექტორმა, გიგი გაბუნიამ.
სხვა სიახლეები
ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი
27.11.2026.23:16
თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა.
პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.
ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.
პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.
„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.