ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
ბაზისბანკი, ტრადიციულად, მხარს უჭერს ფულის გლობარული კვირეულის კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს მიერ დაგეგმილ პროექტებს. ფულის გლობალური კვირეული საერთაშორისო ცნობიერების ასამაღლებელი ყოველწლიური კამპანიაა, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ფინანსური განათლებისა და ფინანსური კეთილდღეობის მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
ფულის გლობალური კვირეულის 2026 წლის კამპანიის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პლატფორმა ფინედუს ინიციატივითა და ბაზისბანკის მხარდაჭერით გაიმართა ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი".
კონკურსში მონაწილეობა შეეძლოთ 6-17 წლის მოზარდებს და ევალებოდათ, შეექმნათ ბანკნოტის ნახატი, რომელიც დაუკავშირდებოდა მშობლიურ კუთხეს, ქალაქსა თუ სოფელს.
კონკურსის ფარგლებში შემოსული 450-მდე ნახატიდან 7 აპრილს 7 გამარჯვებულიგამოვლინდა.
იმ ნახატების მიხედვით, რომლებიც აკმაყოფილებდნენ კონკურსის პირობებს, ერთი გამარჯვებული (მომხმარებლის რჩეული) ფინედუს ფეისბუქ გვერდზე შესაბამისი რეაქციებით დასახელდა. დანარჩენი კი გამოავლინა ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ საქართველოს ეროვნული ბანკისა და ბაზისბანკის წარმომადგენლები.
გამარჯვებულები, სერთიფიკატებთან ერთად, ბაზისბანკისგან დაჯილდოვდებიანფულადი პრიზებით.
გამარჯვებულების ნაშრომების სანახავად და დეტალურად კონკურსის შესახებ ინფორმაცია შეგიძლით იხილოთ ბმულზე.
სხვა სიახლეები
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს - საქართველოს ბანკის ახალი კამპანია პარალიმპიელი ჩემპიონებისთვის ახალი შესაძლებლობების შესაქმნელად
20.08.2026.18:57
საქართველოს ბანკის მიერ პარასპორტსმენების მხარდასაჭერად შექმნილ კამპანიას Dressup-ი შეუერთდა.
Dressup-ი იმსახურებს ჩემპიონს. კომპანიამ პარალიმპიელ ჩემპიონთან, ლიკუნა ჩაჩიბაიასთან დაიწყო თანამშრომლობა.
"ჩვენთვის სპორტი ერთი დიდი სიყვარულია, რომელიც ახალ-ახალი შესაძლებლობებით საზრდოობს. ამ კამპანიაში მონაწილეობით კი იმ ამბის თხრობას შემოვუერთდით, რომელსაც, გვჯერა, უსაზღვრო სიყვარული სდევს თან,” - აღნიშნავს ლევან ლეკიშვილი, Dressup-ის მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
საქართველოს ბანკის კამპანიის შესახებ:
ქართველი პარასპორტსმენები საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებას აღწევენ. ისინი იგებენ მედლებს, ამყარებენ მსოფლიო რეკორდებს და წერენ ისტორიას. თუმცა, პარალიმპიადის დასრულების შემდეგ, მათი ისტორიები და გამარჯვებები ყურადღების მიღმა რჩება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს ბანკი, როგორც პარალიმპიური ნაკრების მთავარი სპონსორი, მიზნად ისახავს, პარასპორტსმენებისა და მათი მიღწევების შესახებ ცნობადობის ამაღლებას და ამ პროცესში ბრენდების შემოერთებას. კამპანიის მიზანია, პარალიმპიელმა ჩემპიონებმა მიიღონ ის ყურადღება, რომელსაც იმსახურებენ. საქართველოს ბანკის კამპანია Art & Qopy დუეტთან თანამშრომლობით შეიქმნა.
ჩემპიონები მზად არიან. ახლა ბრენდების ჯერია
კამპანიის ფარგლებში, შეიქმნა პარალიმპიელების ფოტოსერია, რომელშიც ფოტოები ცნობილი სარეკლამო კამპანიების ესთეტიკით არის გადაღებული, თუმცა თითოეულ მათგანში პროდუქტისა და ბრენდისთვის განკუთვნილი ადგილი თავისუფალია. მის ადგილას კი მთავარი კითხვა ჩნდება: „რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“
კითხვა ქართული ბიზნესისთვის გამოწვევად იქცევა - შეავსონ ცარიელი ადგილი, და დაიწყონ ქართველ პარალიმპიელ ჩემპიონებთან პარტნიორობა.