მთავარიბიზნესიეკონომიკათეგეტა ბიზნესისთვის
ტურიზმიფინანსებიჯანდაცვასპორტი
ტექნოლოგიებიმსოფლიოპოლიტიკაგანათლება
სტარტაპებიWEEKENDბიზნეს მრჩეველისაზოგადოება
კიბერუსაფრთხოებამოსაზრებაფინანსებიპოდკასტები
ეკონომიკური ფორუმიInsider სიუჟეტიBusiness Insider Georgia X TVყველა ვიდეო
ყველა სიახლე
ბიზნეს მედია - Bank of Georgia
flag
AMD 7187.5
-0.0017
flag
AZN 1.5237
0.0001
flag
CNY 38.933
0.0033
flag
EUR 2.8406
-0.0038
flag
GBP 3.4016
0.0034
flag
KZT 56.47
-0.0009
flag
TRY 0.051
-0.0001
flag
USD 2.5911
-0.0006
news banner

ბაზისბანკის მხარდაჭერით მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026” იწყება

news image
mbc image

ბაზისბანკი განაგრძობს ახალი თაობის განათლების პროექტების მხარდაჭერას. საქართველოს ეროვნული ბანკის ფინანსური განათლების პორტალ „ფინედუს“ ინიციატივით და ბაზისბანკის მხარდაჭერით მასწავლებლებისთვის „ფინანსური განათლების ეროვნული ჯილდო 2026“ იწყება.

პროექტის მიზანია სკოლებში ფინანსური განათლების გაძლიერება და პედაგოგებისთვისპროფესიული განვითარების მხარდაჭერა, ინოვაციური სასწავლო მეთოდების წახალისება და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა, ასევე მოსწავლეების ფინანსური წიგნიერების დონის ამაღლება.

ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული გახდება მასწავლებელი, რომელიც 2025-2026 სასწავლო წელს ყველაზე ეფექტურად და ინოვაციურად შეუწყობს ხელს მოსწავლეთა ფინანსურ განათლებას.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების ნებისმიერ მოქმედ პედაგოგს, რომელიც ფინანსური წიგნიერების მიმართულებით  აქტივობებსა და პროექტებს ახორციელებს.

საკონკურსო განაცხადის ფორმა და პირობები გამოქვეყნდება „ფინედუს“ ოფიციალურ ვებ-გვერდზე www.finedu.gov.ge 2026 წლის 15 მაისს და აღნიშნულის გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 2026 წლის 15 ივნისის ჩათვლით. 

დეტალურად კონკურსის პირობებზე ინფორმაცია იხილეთ ბმულზე

 

banner image news banner
ნინო ჭანტურია ავტორი
LIVE
news banner

დღის ტოპ 10 სიახლე











სხვა სიახლეები

ბიზნესი
image ჩვენთვის მნიშვნელოვანია ისეთ პროექტებში მონაწილეობა, რომლებიც ქალაქის უსაფრთხო განვითარებას უწყობს ხელს - „თეთრმა კვადრატმა“ და „ბიქეი ქონსთრაქშენმა“ სამუშაოები ხარისხიანად და დათქმულ ვადებში დაასრულეს, რათა 18 ოჯახი საკუთარ მისამართზე, უსაფრთხო და თანამედროვე გარემოში დაბრუნებულიყო | ბაკურ ბერეკაშვილი

27.11.2026.23:16

თბილისში, საბურთალოზე, გამრეკელის ქუჩის I შესახვევის N6-ში, ახალი მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობა დასრულდა. 

პროექტი BK Holding-ში შემავალი კომპანიების - „თეთრი კვადრატის“ და „ბიქეი ქონსთრაქშენის“ მონაწილეობით, თბილისის მერიის „ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის“ ფარგლებში განხორციელდა.

ავარიული შენობის ნაცვლად, მისამართზე თანამედროვე სტანდარტების 8-სართულიანი კორპუსი აშენდა. სამუშაოები ორი წელი გაგრძელდა, პროექტის საერთო ღირებულება კი 6,700,000 ლარია.

პროგრამაში მონაწილე 18 ოჯახს ბინების გასაღები დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ და „თბილისის განვითარების ფონდის“ ხელმძღვანელმა, თამაზ ალიბეგაშვილმა გადასცეს.

„ორწლიანი მოლოდინის შემდეგ აღნიშნულ მისამართზე მცხოვრები ოჯახები უბრუნდებიან საკუთარ კერას უკვე დასრულებულ, ახალაშენებულ კორპუსში, სრულად გარემონტებულ ბინებში. ავარიული სახლის ჩანაცვლება ადამიანებს საკუთარი უბნის, საცხოვრებელი გარემოს და ცხოვრების ჩვეული რიტმის შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევს. მადლობა კონტრაქტორ კომპანია „ბიქეი ქონსთრაქშენს“, რომელმაც სამუშაოები კეთილსინდისიერად და დროულად შეასრულა“, — განაცხადა კახა კალაძემ.

საქართველოს ეკონომიკური ფორუმი

Powered by Business Insider Georgia

ვრცლად
economic forum

სიახლეების გამოწერა